ფაბიო კანავარო "ალ-ნასრის" მთავარი მწვრთნელი გახდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი და "ოქროს ბურთის" მფლობელი ფაბიო კანავარო "ალ-ნასრის" მთავარი მწვრთნელი გახდა.

საუდის არაბეთის კლუბი კანავაროსთვის სამწვრთნელო კარიერაში მეორე გუნდი გახდა. მისი პირველი გუნდი კი "გუანჩჟოუ ევერგრანდი" იყო.

კანავაროს დანიშვნა კლუბის ოფიციალურმა "ტვიტერმა" დაადასტურა.

42 წლის იტალიელი სპეციალისტი "ალ-ნასრში" სეზონის ბოლომდე იმუშავებს. ამჟამად გუნდი სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული