საუდის არაბეთის კლუბი კანავაროსთვის სამწვრთნელო კარიერაში მეორე გუნდი გახდა. მისი პირველი გუნდი კი "გუანჩჟოუ ევერგრანდი" იყო.
კანავაროს დანიშვნა კლუბის ოფიციალურმა "ტვიტერმა" დაადასტურა.
42 წლის იტალიელი სპეციალისტი "ალ-ნასრში" სეზონის ბოლომდე იმუშავებს. ამჟამად გუნდი სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს.