ოფიციალურად: ბელგია-ესპანეთის მატჩი ტერაქტის საფრთხის გამო გადაიდო

AutoSharing Option
17 ნოემბერს, ბრიუსელში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ბელგიისა და ესპანეთის ნაკრებები უნდა დაპირისპირებოდნენ, გადადებულია.

ამის შესახებ ცნობა ბელგიის ფეხბურთის ასოციაციამ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თამაშის გადადების მიზეზი ტერორისტული აქტის საფრთხეა.

"ძალიან ვწუხვართ, რომ ამხანაგური მატჩის გადადება ბოლო მომენტში მოგვიხდა და გვესმის იმ ფანატების, რომლებსაც ამის გამო გული დასწყდათ. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ არ შეგვიძლია გავრისკოთ მოთამაშეთა და გულშემატკივრების უსაფრთხოების ხარჯზე", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

13 ნოემბერს, ღამით, პარიზში განხორციელებულ ტერაქტების სერიას 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. რამდენიმე აფეთქება სტადიონის მიმდებარე
ტერიტორიაზე, საფრანგეთი-გერმანიის მატჩის დროსაც მოხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული