ფიფამ ზეპ ბლატერისა და მიშელ პლატინის საჩივრები არ დააკმაყოფილა

AutoSharing Option
ფიფას სააპელაციო კომიტეტმა ამ ორგანიზაციის პრეზიდენტ ზეპ ბლატერისა და უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის საჩივრები არ დააკმაყოფილა.

ისინი მათი თანამდებობიდან 90-90 დღის განმავლობაში ჩამოშორებას აპროტესტებდნენ.

ასე რომ, ეთიკის კომიტეტის ძველი დადგენილება ძალაშია - ბლატერი და პლატინი დროებით ჩამოშორებულნი არიან ფიფას და უეფას ხელმძღვანელობისგან.

ორივე მათგანი 2018 და 2022 წლების მუნდიალის მასპინძლობასთან დაკავშირებული სკანდალის გამოა ჩამოშორებული მმართველობას.

შეგახსენებთ, რომ ფიფას ახალ პრეზიდენტს 2016 წლის 26 თებერვალს აირჩევენ. ბლატერი კენჭს აღარ იყრის, ხოლო პლატინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება არჩევნებზე, თუ თებერვლისთვის აღდგენილი იქნება
თანამდებობაზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული