ბრძანება: დაარტყით პენალტები

AutoSharing Option
მავრიტანიის პრეზიდენტმა მოჰამედ ულდ აბდელ აზიზმა ვადაზე ადრე შეწყვიტა ქვეყნის სუპერთასის მატჩი "ტევრაგ-ზეინსა" და "ქსარს" შორის. 63-ე წუთისთვის ანგარიში იყო 1:1.

სწორედ ამ მომენტში, ქვეყნის პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ თამაში მოსაწყენი სანახავი იყო, ამიტომაც შეხვედრის შეწყვეტისა და პენალტების სერიის ჩატარების ბრძანება გასცა. სუპერთასი "ტევრაგ-ზეინის" ფეხბურთელებმა მოიპოვეს.

"ადრეც გვინახავს მოსაწყენი მატჩები და გვიოცნებია, მათი მალე დასრულება, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს აქვთ ამაზე გავლენის შესაძლებლობა", - განაცხადა აზიზმა.

კიდევ ერთი ვერსიით, მოჰამედს მავრიტანიის განთავისუფლების 55 წლის იუბილის აღნიშვნაზე ეჩქარებოდა, მაგრამ არ უნდოდა სტადიონის დატოვება
ისე, რომ გამარჯვებულის ვინაობა არ შეეტყო.

მოჰამედ ულდ აბდელ აზიზი 2009 წლიდან არის ქვეყნის პრეზიდენტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ეს მესმის )))) ამ ქვეყანაში ეტყობა უმაღლეს დონეზეა საფეხბურთო ინფრასტრუქტურა)))
სანამ მავრიტანიას დავემსგავსებით და აქაც რომელიმე გუბერნატორი შეწყვეტს თამაშს, დროზე მივხედოთ ჩემპიონატს
georgiano
14:17 02-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული