შვეიცარიაში ფიფა-ს 10-ზე მეტი ჩინოვნიკი დააკავეს

AutoSharing Option
შვეიცარიაში ფიფა-ს ჩინოვნიკები დააკავეს. ყველა მათგანი კორუფციაშია ეჭვმიტანილი. როგორც "ნიუ იორკ თაიმსი" იტყობინება, ბრალდება შესაძლოა, 10-ზე მეტ ჩინოვნიკს წაუყენონ.

ესენი არიან სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციისა (CONMEBOL-ი) და ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფეხბურთის კონფედერაციის ჩინოვნიკები, რომლებსაც ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ.

დაკავებების სერია ციურიხში ჩატარდა, სადაც ფიფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. დაკავებულთა ვინაობა ჯერ უცნობია, თუმცა, როგორც "ნიუ იორკ თაიმსი" წერს, დაკავებულთა შორის არ არის ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი.

ციურიხის პოლიციის ცნობით, დაკავების ოპერაცია ქვეყნის
იუსტიციის სამინისტროსა და პოლიციის განკარგულებით ჩატარდა.

23 ნოემბერს ფიფა-ს ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ ზეპ ბლატერისა და უეფა-ს პრეზიდენტის, მიშელ პლატინის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ბლატერს პლატინისთვის ჰონორარის სახით 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადახდაში ადანაშაულებენ.

ფიფა-ს რამდენიმე მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდებით ციურიხში მაისშიც დააკავეს, კიდევ რამდენიმეს ბრალდება წაუყენეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული