გარიგებული თამაშების გამო "ზორიადან" 11 ფეხბურთელი გააგდეს

AutoSharing Option
ლუგანსკის "ზორიას" ხელმძღვანელობამ ასაკობრივი გუნდიდან (U19) 11 ფეხბურთელი გააგდო, რომლებიც გარიგებულ თამაშებში იყვნენ გარეულნი.

ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გადაცემაში "ფეხბურთის შესახებ" გუნდის გენერალურმა დირექტორმა სერგეი რაფაილოვმა გააკეთა.

"გუნდიდან 11 ფეხბურთელია გარიცხული. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სხვა გუნდში არ მოხვდნენ. ზოგმა ფეხბურთელმა გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის მიღების სურვილი თავად გამოთქვა.

ფეხბურთელებმა წერილობით აღიარეს, რომ დაახლოებით 700 დოლარის გამო უშუალო მონაწილეობას იღებდნენ გარიგებულ თამაშებში და გუნდი დავატოვებინეთ", - ამბობს რაფაილოვი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული