უეფა არ განიხილავს "სპარტაკის" ფანების მიერ თურქეთის დროშების დაწვის საქმეს

AutoSharing Option
უეფა არ განიხილავს რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურის მატჩში მომხდარ ინციდენტს. საქმე მოსკოვის "სპარტაკის" ფანების მიერ "კრილია სოვეტოვთან" საშინაო მატჩის დროს თურქეთის დროშების დაწვის ფაქტს ეხება.

შეგახსენებთ, რომ ის თამაში გიორგი ლორიას გუნდმა მინიმალური ანგარიშით დათმო.

"უეფა დისციპლინარულ საქმეს მხოლოდ იმ მატჩებზე განიხილავს, რომლებიც ორგანიზაციის ეგიდით ტარდება. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მომხდარზე რეაგირება ეროვნული ფედერაციის კომპეტენციაა", - ნათქვამია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადებაში.

თავის მხრივ, რუსეთის ფეხბურთის კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა აღნიშნულ ფაქტზე "სპარტაკი"
ფულადი ჯარიმით (100 000 რუბლი) უკვე დასაჯა.

რუსეთსა და თურქეთს შორის პოლიტიკური ვითარება მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქეთ-სირიის საზღვართან რუსული ბომბდამშენი Су-24 ჩამოაგდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული