"ტვენტეს" ევროთასებზე გამოსვლა სამი წლით აუკრძალეს

AutoSharing Option
ჰოლანდიური "ტვენტე" ევროთასებზე მონაწილეობას სამი წლის განმავლობაში ვერ შეძლებს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ჰოლანდიის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო. მიზეზი კი ფეხბურთელების ტრანსფერებთან დაკავშირებული ფინანსური მაქინაციებია.

ეჭვის ქვეშ დადგა "ტვენტეს" რამდენიმე გარიგება საინვესტიციო ფონდთან, Doyen Sports Investment-თან. გარდა ამისა, "ტვენტე" 45 250 ევროთი დააჯარიმეს.

კლუბი აპელაციის შეტანას არ აპირებს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ შესაძლოა "ტვენტეს" პროფესიონალური ლიცენზია ჩამოართვან, თუ ის გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს.

მომზადებულია Bloomberg-ის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული