მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: "ბარსა" - ჩემპიონი, სუარესი - საუკეთესო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ იაპონიაში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "ბარსელონამ" "რივერ პლეიტი" 3:0 დაამარცხა. არგენტინული კლუბის კარში გოლები ლიონელ მესიმ და ლუის სუარესმა (დუბლი) გაიტანეს.

ურუგვაელი ფორვარდი ამ ტურნირის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, ვინც 5 გოლის გატანა შეძლო. "ბარსელონა" მესამედ გახდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი, ეს კი რეკორდია. კატალონიელებმა მოიგეს ეს ტიტული 2009 და 2011 წლებშიც.

სუარესი გახდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიც, მას სპეციალური "ოქროს ბურთი" გადაეცა. "ვერცხლის ბურთი" ლიონელ მესიმ მიიღო, ხოლო ბრინჯაოსი - ანდრეს ინიესტამ.

20 დეკემბერი
რივერ პლეიტი-ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 მესი (36), 0:2
ლ. სუარესი (49), 0:3 ლ. სუარესი (68)
რივერ პლეიტი (4-1-3-2): ბაროვერო - მერკადო, მაიდანა, ე. ალვარესი, ვანხიონი - კრანევიტერი - კ. სანჩესი, ვიუდესი (56. დრიუსი), პონსიო (46. ლ. გონსალესი) - მორა (46. გ. მარტინესი), ალარიო
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო (81. ვერმალენი), ალბა - რაკიტიჩი (67. ს. რობერტო), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი (89. მატიო)
გაფრთხილება: კრანევიტერი, პონსიო - ალბა, რაკიტიჩი, ნეიმარი, რობერტო
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 21-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 8-6 (6-5); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 66 853

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული