ჩეხეთი დამწუხრებულია - გულის შეტევით პაველ სრნიჩეკი გარდაიცვალა

AutoSharing Option
ჩეხეთის ნაკრების ყოფილი მეკარე პაველ სრნიჩეკი გუშინ, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას ქალაქ ოსტრავაში სირბილის დროს გულის შეტევა დაემართა, რაც გახდა კიდეც გარდაცვალების მიზეზი.

"ვესაუბრე მის ოჯახს ჩეხეთში. მითხრეს, რომ პაველს გული გაუჩერდა",- განაცხადა ჩეხის აგენტმა სტივ რაიტმა.

სრნიჩეკი ჩეხეთის ნაკრებში 1994-2001 წლებში თამაშობდა, ჯამში 49 მატჩი ჩაატარა და ევრო 1996-ის ვერცხლისპრიზიორი გახდა. საკლუბო დონეზე ის "ბანიკში", "ნიუკასლში", "შეფილდ უენსდიში", "პორტსმუტში", "ვესტ ჰემში", ბრეშაში", "კოზენცასა" და "ბეირა მარში" გამოდიოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული