1. კრიშტიანო რონალდო (რეალი) - 57 მატჩი, 57 გოლი
კრიშტიანო რონალდოს ამ წელს კრიტიკა არ მოჰკლებია. ამის მიუხედავად, მან მაინც მოახერხა 57 გოლის გატანა. ესპანეთის ჩემპიონატში პორტუგალიელმა 37 გოლი შეაგდო, ესპანეთის თასზე - 1. რონალდომ ევროთასებზე 16-ჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო პორტუგალიის ნაკრებს კი 3 ბურთი შეაშველა.
2. ლიონელ მესი (ბარსელონა) - 61
ლეო მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში 34 გოლი გაიტანა. ესპანეთის თასზე ექვსჯერ შეაგდო. ევროთასებზე 8 ბურთი გაიტანა, ნაკრებში კი - 4. მესის შედეგი უკეთესი იქნებოდა, რომ არა ტრავმები. რა თქმა უნდა, იგივე ითქმის რონალდოზეც.
3. ლუის სუარესი (ბარსელონა) - 57 მატჩი, 48 გოლი
ესპანეთის ჩემპიონატში ურუგვაელმა სუპერფორვარდმა ლუის სუარესმა 30 გოლი გაიტანა. თასის გათამაშებაში მის ანგარიშზე 2 ბურთია. ევროთასებზე სუარესის მონაგარმა 16 საგოლე დარტყმა შეადგინა. ცნობილი მიზეზის გამო ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში თავი არ გამოუჩენია.
4. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) - 57 მატჩი, 47 გოლი
ბუნდესლიგაში პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი დიდებული იყო - მან მოწინააღმდეგეთა კარი 25-ჯერ აიღო. გერმანიის თასზე 2 გოლი გაიტანა, ხოლო ევროთასებზე კი - 16. ლევანდოვსკის არნახულმა თამაშმა მნიშვნელოვნად განაპირობა პოლონეთის ნაკრების წარმატება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. რობერტმა მშობლიურ ნაკრებს 9 გოლი შეაწია.
5. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი) - 54 მატჩი, 46 გოლი
ზლატან იბრაჰიმოვიჩს ხშირად ასვენებდა ტრავმა. არცთუ იშვიათად, ის თავისი ნებით ისვენებდა. ამის მიუხედავად, შვედეთის ნაკრების ლიდერს შესანიშნავი სტატისტიკა აქვს. "პარი სენ-ჟერმენში" მან 26 ბურთი საფრანგეთის ჩემპიონატში გაიტანა, 7 თასზე და 2 ევროთასებზე. განსაკუთრებით კარგი იყო ნაკრებში, სადაც თავი 11 შემთხვევაში გამოიჩინა. პირადად გაიყვანა შვედეთი წლეულს საფრანგეთში გასამართ ევროფორუმზე.
6. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი) - 57 მატჩი, 46 გოლი
გაბონის ეროვნული ნაკრების ლიდერი პიერ-ემერიკ ობამეიანგი პოსტკლოპისეული "დორტმუნდის" გამოკვეთილი პრიმაა. აფრიკელმა ბუნდესლიგაში 29 გოლი გაიტანა. გერმანიის თასზე ხუთჯერ გამოიჩინა თავი. ევროთასებზე 7 გოლი შეაგდო. გაბონის ნაკრებში კი ქომაგი ხუთ შემთხვევაში გაახარა.
7. ნეიმარი (ბარსელონა) - 65 მატჩი, 42 გოლი
ესპანურ პრიმერაში ნეიმარის ანგარიშზე 25 გოლია. თასზე მან შვიდი გოლი გაიტანა. დავამატოთ ამას ევროთასებზე შეგდებული 9 ბურთი. 2015 წელს ნეიმარის გარეშე ბრაზილიის ნაკრების წარმოდგენა შეუძლებელი იყო. მან "სელესაოს" შემადგენლობაში 4 გოლი გაიტანა და არაერთი საგოლე პასი გააკეთა.
8. ალექს ტეიშეირა (შახტარი) - 42 მატჩი, 38 გოლი
უკრაინის ჩემპიონატში ბრაზილიელმა ალექს ტეიშეირამ 34 ბურთი გაიტანა. ამას დავამატოთ დონეცკელთა რიგებში ევროთასებზე გატანილი 4 ბურთი. შემთხვევითი არ არის, რომ მისი გადაბირებით რამდენიმე სოლიდური კლუბია დაინტერესებული. მათ შორის ყველაზე მეტად "ჩელსი" აქტიურობს.
9. არიც ადურისი (ატლეტიკი) - 54 მატჩი, 38 გოლი
ბასკმა ფორვარდმა 2015 წელს ესპანეთის ჩემპიონატში 23 გოლი გაიტანა. ესპანეთის თასზე არიც ადურისმა ცხრაჯერ გამოიჩინა თავი. ევროთასებზე კი 6 შედეგიანი დარტყმა შეასრულა.
10. გონსალო იგუაინი (ნაპოლი) - 62 მატჩი, 37 გოლი
არგენტინელისათვის გასული წელი წარმატებული იყო. იტალიის ჩემპიონატში მან 27 გოლი გაიტანა. გონსალო იგუაინმა იტალიის თასზე ერთხელ გამოიჩანა თავი, ევროთასებზე კი - 7 შემთხვევაში აიღო მოწინააღმდეგეთა კარი. ამას უნდა დავამატოთ არგენტინის ნაკრების მაისურით გატანილი 2 გოლი.
საუკეთესო ბომბარდირთა ოცეულში ასევე შევიდნენ:
11. ჟონასი (ბენფიკა) - 47 მატჩი, 36 გოლი
12. თომას მიულერი (ბაიერნი) - 57 მატჩი, 36 გოლი
13. ედინსონ კავანი (პარი სენ ჟერმენი) - 58 მატჩი, 35 გოლი
14. ლუკ დე იონგი (პსვ) - 47 მატჩი, 32 გოლი
15. სერხიო აგუერო (სიტი) - 48 მატჩი, 32 გოლი
16. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) - 59 მატჩი, 32 გოლი
17. ოლივიე ჟირუ (არსენალი) - 62 მატჩი, 32 გოლი
18. რომელუ ლუკაკუ (ევერონი) - 51 მატჩი, 31 გოლი
19. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) - 62 მატჩი, 30 გოლი
20. ჩიჩარიტო (რეალი, ბაიერი) - 53 მატჩი, 28 გოლი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"