"კანდიდატურა მოვხსენი, რადგან ყურადღება კორუფციის ბრალდებასთან დაკავშირებით ბრძოლაზე უნდა გავამახვილო.
როცა ბლატერი წავიდა, 100-მა ფედერაციამ მხარი დამიჭირა, ხოლო 50-სგან ოფიციალური წერილი მივიღე. ახლა სხვა რამეზე უნდა ვიფიქრო. მალე განხილვები იქნება", - თქვა პლატინიმ L'Equipe-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ პლატინი ეჭვმიტანილია 2011 წელს 2 მილიონი ფრანკის უკანონოდ მიღებაში. ფული კი ფიფას ყოფილი პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის მიერ იქნა გადარიცხული, რომელსაც ასევე აქვს აკრძალული საფეხბურთო საქმიანობა.