აღნიშნულ სიახლეზე კომენტარი ინგლისის და შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციების აღმასრულებელმა დირექტორებმა, მარტინ გლენმა და სტიუარტ რეგანმა გააკეთეს.
"ბედნიერი ვარ, რომ ამ ექსპერიმენტის ნაწილი ვართ. მის ინგლისში ჩატარებას მხარს ვუჭერთ", - აღნიშნა გლენმა.
მისი შოტლანდიელი კოლეგის თქმით კი, მას ამ ექსპერიმენტის ხილვა სურს, მაგრამ ნებისმიერი ცვლილება შოტლანდიის ჩემპიონატში ორგანიზატორებთან უნდა განიხილოს.
ვიდეოგამეორება მხოლოდ გოლის, პენალტის, წითელი ბარათის მომენტებში იქნება გამოყენებული. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ არბიტრი შეცდომით სხვა ფეხბურთელს
ვიდეოგამეორება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაირთვება, თუ არბიტრი მოითხოვს დახმარებას. ჩვენების დრო შეზღუდული იქნება. აქვე აღსანიშნავია, რომ საეჭვო მომენტები სტადიონის დიდ ეკრანზე გაშუქდება.
თუკი ექსპერიმენტმა გაამართლა, ვიდეოგამეორებას 2018/19 წლებში ოფიციალური სახე მიეცემა.