გიჟი თუ განსაკუთრებული? - ვინ, რას ამბობს ჟოზე მოურინიოზე

AutoSharing Option
არავინ დავობს იმაზე, რომ ჟოზე მოურინიო თანამედროვეობის ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწვრთნელია.

26 იანვარს პორტუგალიელ სპეციალისტს 53 წელი შეუსრულდა. მოურინიოზე ყოველთვის ბევრს საუბრობენ. გთავაზობთ გამორჩეულ გამონათქვამებს, რომელთა მთავარი გმირი სეუ ჟოზეა.

ჯიმი რენდალი (ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი): "როგორც ჩანს, მოურინიო გადაწყვეტილებებს მას შემდეგ იღებს, რაც თავს სარეცხის მანქანაში ყოფს. ის ძალიან ხშირად იქცევა დაუფიქრებლად."

ბერნდ შუსტერი ("რეალის" ყოფილი მწვრთნელი): "მე თვალებს არ დავუჯერე, როცა შემადგენლობა ვნახე. მოურინიომ პეპე ნახევარდაცვის ცენტრში დააყენა. "რეალს" მოგება შეეძლო, ახლა კი საუკეთესო გამოსავალი
მსაჯების დადანაშაულებაა."

ალფონს გოდალი ("ბარსელონას" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი): "მოურინიო ნაღდი გიჟია. ის ისე ზეიმობს გოლებს, თითქოს, თავად თამაშობს. როგორც ჩანს, ის დღესაც ოცნებობს ფეხბურთელობაზე, რაც არარეალურია."

მარიო ბალოტელი ("ინტერის" ყოფილი თავდამსხმელი): "მოურინიო საუკეთესოა მსოფლიოში. უბრალოდ, მან კარგი მანერები უნდა ისწავლოს."

იოჰან კრუიფი (ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი): "კი, ის განსაკუთრებულია. განსაკუთრებული გიჟი, რომელიც მოითხოვს, რომ განსაკუთრებული დაუძახონ. ისეთებს, როგორიც მოურინიოა, სიკვდილმისჯილის პერანგი უნდა ეცვათ."

უნაი ემერი ("ვალენსიას" ყოფილი მწვრთნელი): "შეიძლება იყო კარგი მწვრთნელი, მაგრამ ამასთან ერთად კარგი ადამიანიც უნდა იყო. ოპონენტს საბურავის ქვეშ ლურსმნებიანი ჯოხი არ უნდა დაუდო. მე მას მსაჯის სასტვენის შემდეგ ხელი გავუწოდე, თუმცა ვერანაირი პატივისცემა ვერ ვიგრძენი ამ ჟესტის მიმართ. ეს მოხდა "სანტიაგო ბერნაბეუზე".

ერიკ კანტონა (საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი): "მე არცთუ ძალიან მომწონს მოურინიოს მიერ გაწვრთნილი გუნდების სათამაშო სტილი, მაგრამ თავად ჟოზე ფანტასტიკური პიროვნებაა. ჭკვიანია, აქვს განსაკუთებული ქარიზმა. მას აქვს თავისი გამოკვეთილი აზრი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მართოს კლუბი. ერთხელ მან თქვა, რომ მწვრთნელი მსახიობი უნდა იყოს. ბოლომდე ვეთანხმები."

ჩავი ("ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი): "მოურინიო ბარსელონაში" არ იყო მხოლოდ ლუი ვან გაალის ასისტენტი. იყო ხოლმე შემთხვევები, როცა ის მეორე გუნდის ფეხბურთელებს ინდივიდუალურად ავარჯიშებდა. მას ესმოდა "ბარსას" ფილოსოფია და უყვარდა ის. გაოცებული ვარ, ჟოზეს ახლა სხვა სათამაშო სტილის მიმდევრად რომ იცნობენ. ჩვენთან ის არ იყო დაცვითი ფეხბურთის მიმდევარი."

ალექს ფერგიუსონი ("მანჩესტერის" ყოფილი მწვრთნელი): "ის გამოჩნდა და თქვა, რომ ნომერ პირველი მწვრთნელია მსოფლიოში. მაშინ ჩვენ ვიფიქრეთ - ვინ არის ეს კაცი, საიდან მოვიდა? ეს იყო და მისმა გუნდმა გამარჯვებები დაიწყო".

მანიშე ("პორტუს"ყოფილი ნახევარმცველი): "მოურინიომ მე ყველაფერი მომცა საფეხბურთო თვალსაზრისით და არამხოლოდ. მე მასთან ერთად ვიზრდებოდი, როგორც ადამიანი. ის ყოველთვის გამარჯვებაზე ფიქრობს. უნდა, რომ საუკეთესო იყოს. ჩვენი გუნდის ფეხბურთელები მაგალითს მისგან ვიღებდით. შეხედავდი მას და მიზანმიმართულობა გემატებოდა."

ხრისტო სტოიჩკოვი ("ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი): "მე დიდი ხანი ვთამაშობდი კატალონიურ კლუბში და წესით, "რეალის" მთავარ მწვრთნელს უნდა ვაკრიტიკებდე, მაგრამ მე აღტაცებული ვარ მისით. მოურინიო ყველა კლუბში იგებს ჯილდოებს და ამას აკეთებს თავისი განსაკუთრებული ხასიათის გამო".

მანუელ სერჟიო (პორტუგალიელი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, პროფესორი): "მოურინიო არის გენიოსი. ის ფეხბურთელებს მხოლოდ ფეხბურთზე არ ელაპარაკება. ის ავითარებს მოთამაშეებს ადამიანური თვალსაზრისითაც. ის თითოელი ფეხბურთელის შინაგან სამყაროში "ძვრება". რა თქმა უნდა, მოურინიოს ჰყავს მტრები და კრიტიკოსები, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გენიოსებს ძალიან ხშირად აკრიტიკებენ. ბოლოს და ბოლოს, არსებობს პროფესიული შური სხვა მწვრთნელების მხრიდან."

დიდიე დროგბა ("ჩელსის" ყოფილი თავდამსხმელი): "ის "ჩელსიდან" წავიდა. ამით ძალიან დიდი ეპოქა დასრულდა. ის უძლიერესი მწვრთნელია იმათგან, ვისთანაც მიმუშავია. მოურინიომ ჩემში გამარჯვებებისადმი ლტოლვა გააასმაგა."

ვიტორ ბაია ("პორტუს" ყოფილი მეკარე): "როცა ჟოზეს გაწვრთნილ გუნდში თამაშობ, ყოველთვის გაქვს შეგრძნება, რომ მინდორზე ერთი ფეხბურთელით მეტი ხარ. შენ იცი, რომ გამარჯვება ნებისმიერ ფასად უნდა მოიპოვო, იცი, რომ უკანდასახევი გზა მოჭრილია."

არსენ ვენგერი ("არსენალის"მთავარი მწვრთნელი): "მე უბრალოდ არ მესმის მისი ფეხბურთი."

ჯონ ობი მიკელი ("ჩელსის" ნახევარმცველი): "ის ყველაზე ძლიერი ადამიანია, ვინც კი ცხოვრებაში მინახავს. მასთან ერთად გაქვს შეგრძნება, რომ ყველაფერს მიაღწევ, რომ დაუპყრობელი მწვერვალი არ არსებობს."

ლუი ვან გაალი ("ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი): "მე მას ადრევე ვატყობდი, რომ დიდი მწვრთნელი დადგებოდა."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კრუიფი აქაც გენიალურია: "ის განსაკუთრებული გიჟია"
:–)))
19:04 29-01-2016
0
კრუიფი აქაც გენიალურია: "ის განსაკუთრებული გიჟია"
:–)))
19:04 29-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული