ევროპის TOP 5 ჩემპიონატის კლუბებმა ზამთრის ტრანსფერებში 354 მლნ დოლარი დახარჯეს

AutoSharing Option
FIFA TMS-ის კვლევის მიხედვით, ევროპის ხუთი მოწინავე ჩემპიონატის მონაწილე კლუბებმა ჯამში 354 მილიონი დოლარი დახარჯეს ზამთრის ტრანსფერებში.

შეგახსენებთ, რომ აქ იგულისხმება ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის პირველობები.

ყველაზე მეტი ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა გაიღეს - 181 მილიონი დოლარი. შემდეგ მოდის ესპანური ლა ლიგა - 62 მილიონი, გერმანული ბუნდესლიგა - 51 და ფრანგული ლიგა 1 - 34.

ყველაზე ცოტა გადაიხადეს იტალიური სერია A-ს კლუბებმა - 26 მილიონი დოლარი ჯამში. კვლევის მიხედვით, შარშან ზამთრის ტრანსფერებზე ტოპ-კლუბებმა 26%-ით მეტი დახარჯეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული