უცნობი ჩინური კლუბი დანი ალვეშს წელიწადში 12 მლნ ევროს სთავაზობს

AutoSharing Option
ჩინეთის სუპერლიგის ერთ-ერთი კლუბი, რომლის სახელიც არ ხმაურდება, "ბარსელონას" მცველით, დანი ალვეშით ინტერესდება და ფეხბურთელს ძალიან მიმზიდველი ფინანსური წინადადებით მიმართავს. ამის შესახებ El Mundo Deportivo იუწყება.

წყაროს ცნობით, ჩინელები ბრაზილიელ მცველს სამწლიან კონტრაქტსა და წლიურ ხელფასად 12 მლნ ევროს სთავაზობენ.

როგორც ირკვევა, ჯერჯერობით აზიელებს ოფიციალურად არ მიუმართავთ კატალონიური კლუბისთვის და არც ალვეშს უსაუბრია "ბარსელონას" ხელმძღვანელობასთან ტრანსფერის შესაძლებლობაზე.

გასულ ზაფხულს ალვეში ესპანური კლუბის დატოვებასთან ახლოს იყო, რადგან კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას ვერ ახერხებდა. საბოლოოდ საკითხი "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გადაწყვიტა და ბრაზილიელს
კონტრაქტი 2017 წლამდე გაუფორმდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული