ზეპ ბლატერის მემკვიდრეობისთვის 8 კანდიდატი იბრძოდა, მაგრამ ბოლომდე 5 შემორჩა - პრინცი ალი ალ ჰუსეინი (იორდანია) - ფიფას ვიცე-პრეზიდენტი; შეიხ სალმან ბინ იბრაჰიმი (ბაჰრეინი) - აზიის კონფედერაციის პრეზიდენტი; ტოკიო სეკსვალე (ს. აფრიკა), ჟერომ შამპანი (საფრანგეთი) და ჯანი ინფანტინო (შვეიცარია, იტალია) - უეფას გენერალური მდივანი.
ინფანტინოს, სავარაუდოდ, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები დაუჭერენ მხარს. შეიხ სალმანს - აზიისა და აფრიკის ქვეყნების დიდი ნაწილი, ამავე რეგიონში აქვს
თუკი რომელიმე კანდიდატი 209 ხმის ორ მესამედს მიიღებს, ის პრეზიდენტად პირველივე ტურში გამოცხადდება. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ პირველივე ტურში საჭირო 139 ხმა რომელიმე კანდიდატმა მიიღოს.
პრინც ალი შარშან სერიოზულად ებრძოდა ბლატერს, თუმცა ახლა ის უკვე აღარ არის ფავორიტი, მთავარი ბრძოლა ინფანტინოსა და შეიხ სალმანს შორის უნდა გაიმართოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"