მინუს ერთი - ტოკიო სეკსვალემ ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა

AutoSharing Option
სამხრეთაფრიკელმა ბიზნესმენმა ტოკიო სეკსვალემ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ციურიხში, ფიფას საგანგებო კონგრესზე, სადაც ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელი დღეს უნდა აირჩიონ, 62 წლის სამხრეთაფრიკელმა სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ ხსნის კანდიდატურას და დასძინა: "ახლა ეს თქვენი პრობლემებია".

შესაბამისად, ფიფას პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლას 4 კანდიდატი აგრძელებს: იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი, აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი შეიხი სალმან ბინ იბრაჰიმ ალ-ჰალიფა, ფიფას გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ჟერომ შამპანი და უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული