The Sun: ინგლისური გრანდების საიდუმლო სერობა ლონდონში

AutoSharing Option
The Sun-ის ინფორმაციით, ინგლისური გრანდების ბოსები შეიკრიბნენ და ევროპის სუპერლიგის შექმნაზე ისაუბრეს. შეკრებას დაესწრნენ "მანჩესტერ იუნაიტედის", "ჩელსის", "მანჩესტერ სიტის", "არსენალისა" და "ლივერპულის" წარმომადგენლები.

საიდუმლო შეხვედრა გუშინ ლონდონში გაიმართა. კლუბების წარმომადგენლების თქმით, შეხვედრის მიზანი ზაფხულის საერთაშორისო ჩემპიონთა თასის დაგეგმვა იყო ამ ტურნირის მომწყობ ამერიკელ ბიზნესმენ სტივენ როსთან ერთად.

თუმცა მედია ამტკიცებს, რომ შეხვედრაზე ევროპული საკლუბო ფეხბურთის ფორმატის შეცვლის ალბათობაზეც ილაპარაკეს.

კერძოდ, ლაპარაკია ევროპის სუპერლიგის შექმნაზე, რომელში მონაწილეობისთვისაც ინგლისური გრანდები პრემიერლიგას დატოვებენ. ეს ინფორმაცია "არსენალის" წარმომადგენლებმა უარყვეს:

"არც "არსენალს" და არც სხვა
კლუბის წარმომადგენელს არ დაუყენებია შეხვედრაზე ასეთი საკითხი. ეს უბრალოდ ჭორია. ჩვენ დავსახეთ აზიასა და ამერიკაში გასამართავი საერთაშორისო ჩემპიონთა თასის გეგმები", - ეს "არსენალის" წარმომადგენლის განცხადებაა.

როსი "მაიამი დელფინსის" მეპატრონეა და მისი ქონება 3 მილიარდ დოლარს უდრის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული