იოჟეფ საბო უკრაინელ ფეხბურთელებს: ნუ მიდიხართ მტრის ბუნაგში - რუსეთში

AutoSharing Option
უკრაინული ფეხბურთის ლეგენდამ, იოჟეფ საბომ უკრაინელ ფეხბურთელებს მოუწოდა, "მტრის ბუნაგში" არ წავიდნენ.

საბო წინააღმდეგია, რომ უკრაინელი ფეხბურთელები რუსულ კლუბებში გადავიდნენ, რადგან ქვეყანას რუსეთი ებრძვის და ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს.

საბო ბოლოს ევგენი სელეზნიოვის გადასვლამ აღაშფოთა, "დნიპროდან" "ყუბანში".

"ვთხოვ უკრაინელ ფეხბურთელებს, ნუ ემსახურებით მტრებს მათ ბუნაგში. უარი თქვით წინადადებებზე. ჩემთვის რომ ეს შემოეთავაზებინათ, რუსეთში წასვლაზე უარს ვიტყოდი", - განაცხადა საბომ.

იოჟეფ საბო უნგრული წარმოშობის ყოფილი ფეხბურთელი და ყოფილი მწვრთნელია. ის 60-იან წლებში თამაშობდა კიევის "დინამოში", ხოლო 1971-72 წლებში მოსკოვის "დინამოს" ღირსებას
იცავდა.

საბო ორჯერ წვრთნიდა უკრაინის ნაკრებს, 1994 წელს და 1996-99 წლებში.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ქართველებიც არ უნდა მიდიოდნენ რუსეთში სათამაშოთ იგივე მიზეზის გამო.
გია
18:45 10-03-2016
0
ა კაცი!
ბმბ
19:29 10-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული