იოჟეფ საბო უკრაინელ ფეხბურთელებს: ნუ მიდიხართ მტრის ბუნაგში - რუსეთში

AutoSharing Option
უკრაინული ფეხბურთის ლეგენდამ, იოჟეფ საბომ უკრაინელ ფეხბურთელებს მოუწოდა, "მტრის ბუნაგში" არ წავიდნენ.

საბო წინააღმდეგია, რომ უკრაინელი ფეხბურთელები რუსულ კლუბებში გადავიდნენ, რადგან ქვეყანას რუსეთი ებრძვის და ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს.

საბო ბოლოს ევგენი სელეზნიოვის გადასვლამ აღაშფოთა, "დნიპროდან" "ყუბანში".

"ვთხოვ უკრაინელ ფეხბურთელებს, ნუ ემსახურებით მტრებს მათ ბუნაგში. უარი თქვით წინადადებებზე. ჩემთვის რომ ეს შემოეთავაზებინათ, რუსეთში წასვლაზე უარს ვიტყოდი", - განაცხადა საბომ.

იოჟეფ საბო უნგრული წარმოშობის ყოფილი ფეხბურთელი და ყოფილი მწვრთნელია. ის 60-იან წლებში თამაშობდა კიევის "დინამოში", ხოლო 1971-72 წლებში მოსკოვის "დინამოს" ღირსებას
იცავდა.

საბო ორჯერ წვრთნიდა უკრაინის ნაკრებს, 1994 წელს და 1996-99 წლებში.
მკითხველის კომენტარები / 12 /
სპორტი და პოლიტიკა არასდროს არ უნდა აირიოს ერთმანეთში. ყველა იმპერიალისტი მტერია ბაზარი არაა, მარა დღეს ოკეანის გაღმელების ამბიციებს ემთხვევა ჩვენი ინტერესები, იყო დრო, რუსეთისას ემთხვეოდა, თურქეთისას, ირანისას, ბიზანტიისას და ა.შ... სამწუხაროდ ძალიან ცოტა პერიოდი იყო ჩვენივე თავი რომ გვეყუდნოდა...
irakli Apkhaidze
12:24 11-03-2016
1
ოხოხ რუსეთისგან თუ არ ამოდის ეხლა მზე ვისთვისაც ოკეანისგაღმიდან ამოგდით ეხლა მზე ხო ააშენეთ ქვეყანა და დაასაქმეთ მილონი ადამიანი.მოკლედ ვერ ვიტან რა დემაგოგიას თურმე რუსების ბრალი ყოფილა რო ქვეყანას მართავდენ გარეწრები რომლემაც თითო ლარად გადაინაწილეს ქვეყნის ყველა სამრეწველო ობიქტი მერე დაშალეს გაანადგურეს ხალხი ქუჩაში გამოყარეს და ულუკმაპუროდ დატოვეს და ეხლა კიდე აქეთ არიგებენ ჭკუას აქაოდა ეგ ყველაფერი ჩვენი გამოთაყვანებული პოლიტიკოსების და ფსევდოლიბერალების ბრალი კიარა რუსების ბრალი ყოფილა.და კიდე თუ მტერია და მტერია იცი რატო მიეცი წაგებული ომის მერე ყველა სტრატეგიული ობიექტი ხელში . ვინ დაგაძალა რატო იყო გაჩუმებული და ჩასვრილი საზოგადოება როცა ენგურჰესი მივეცით 45 წლით რუსებს.სპორცმენებს კიდე ზოგადად ხან რუსეთში ჩასვლა მოუწევთ და ხან თურქეთში კარიერის ასაწყობად მაგრამ ეს არის სპორცმენის ჩვეულებრივი ცხოვრების წესი სადაც და ვისაც ჭირდება შენი ოსტატობა იქ მიდიხარ რადგან ეს შენი პროფესიაა თორე პოლიტიკოსებს რო სარფიანი პროფესია აქვთ ეგეთი სამსახური უბრალოდ საოცნებოა კვირაში ცხრა პარასკებიაქვთ და ყოველ სტყვაზე საცემები არიან.და კიდე ფულის მეშოკებად გვევლინებიან ბიუჯეტის და ხალხის ხარჯზე რათქმაუნდა ინტერნეტიდან გინებით და ლანძღვით კიდე ტერიტორიებს არავინ იბრუნებს.პოპულიზმი და დემაგოგია პოლიტიკაში კარგს არაფერს მოუტანს არავის მითუმეტრეს პატარა ქვეყნის მმართველებს რომლებიც უბრალოდ პაიკები არიან დიდ პოლიტიკურ თამაშებში მტერი უნდა დაამარცხო პირველ რიგში ბრძოლის ველზე თუ გინდა დაიბრუნო შენი დაკარგული ტერიტორიები ომით წართმეულს ომითვე იბრუნებენ ეგარი სხვა დანარჩენი ზღაპარი და დემაგოგია რაც შეეხება რუსებს მტერია ისე როგორც ამერიკა და სხვა ნებისმიერი იმპერიალური სახელმწიფო ესენი ქვეყნების ტერიტორიების მიტაცებას მსოფლიო გადანაწილებას უძახიან ჩვენი ზოგიერთი დოყლაპია პოლიტიკოსი კიდე გახარებული იყო როცა ამერიკამ კოსოვო წაგლიჯა სერბებს.ისე აქ ჯობია უფრო სპორტის ამბებზე ვწეროთ და ვიმსჯელოდ ვიდრე საბოს პოლიტიკურ განცხადებებზე რომელიც კარგად შოულობდა ფულს რუსეთში იმ დროს როდესაც აფხაზეთში სისხლიდან იცლებოდა ქართველობა და არც ეგეთი მწვავე განცხადებები მახსოვს ამ ადამიანისგან რუსების მიმართ. სანამ თავის ქვეყანას არუწია უბედურებამ კი იყვნენ რუსებთან შეხმატკბილებულები.
qutaiseli
11:21 11-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული