უკვე გაყიდული ბილეთების დაბრუნების პროცედურის შესახებ მოგვიანებით გამოცხადდება.
"ბრიუსელის ხელმძღვანელობამ, უსაფრთხოების მოტივით, ბელგია-პორტუგალიის მატჩის გადადება გვთხოვა, რომელიც 29 მარტისთვის იყო დაგეგმილი. ჩვენ დავთანხმდით და შეხვედრა არ გაიმართება", - ნათქვამია კავშირის პრესსამსახურის განცხადებაში.
22 მარტს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში განხორციელებულ აფეთქებებს 34 ადამიანი შეეწირა, 200-ზე მეტმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.