საბერძნეთი შესაძლოა ფიფადან და უეფადან გარიცხონ

AutoSharing Option
საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია შესაძლოა ფიფადან და უეფადან გარიცხონ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამის მიზეზი კი საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციაში მთავრობის ჩარევაა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მომხდარი არეულობების გამო მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ტურნირი შეაჩეროს.

საბერძნეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ტურნირი არ განახლდება. უეფა და ფიფა კი მოითხოვენ, რომ თასი ბოლომდე ჩატარდეს, სხვა შემთხვევაში ქვეყანა ორგანიზაციიდან გაირიცხება.

ფიფას დელეგაციის ხელმძღვანელმა კოსტაკის კუცუკუმნისმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არსებობს უამრავი ხერხი სტადიონზე არეულობასთან საბრძოლველად. მატჩების ჩატარება ნეიტრალურ სტადიონზეც არის შესაძლებელი ან
ცარიელი ტრიბუნების წინაშე. მთავარია, ტურნირი ბოლომდე ჩატარდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული