ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩინურ კლუბში თამაშსა და წლიურ 70 მლნ ევროზე უარი თქვა

AutoSharing Option
შვედეთის ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა უარი თქვა კარიერის ჩინეთის სუპერლიგის კლუბში გაგრძელებაზე, რაც მას მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევდა.

შვედ ფორვარდს აზიელები წელიწადში დაახლოებით 70 მლნ ევროს სთავაზობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ The Telegraph ავრცელებს.

შედარებისთვის, 34 წლის ზლატანი ჩინელთა წინადადებას რომ დათანხმებულიყო, სამჯერ უფრო დიდი ხელფასი ექნებოდა, ვიდრე "ოქროს ბურთის" ხუთგზის მფლობელ ლიონელ მესის "ბარსელონაში" აქვს.

იბრაჰიმოვიჩს, რომელიც პარიზული კლუბის ღირსებას 2012 წლიდან იცავს და კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, სპორტული კუთხით უფრო მომხიბვლელ ვარიანტს ეძებს. ოღონდაც, ზლატანს სურს,
რომ ახალ კლუბში იმდენივე გადაუხადონ, რამდენსაც ამჟამად პსჟ-ში იღებს - 375 ათასი ევრო კვირაში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ai magaliti pexburtis siyvarulisa (daara pulisa)tore ibra imasakshia malemorcheba racafunda janzeiyos asaki tavisas moitxovs da shveba..amboloelebs ki amxela pulit daamtavrebda,magram puli araa yvelaperi da kiideecdeba evropashi sadaciqneba iyos imgundshi N1
0

სიახლეები პოპულარული