სირიას ჟოზე მოურინიოს მიწვევა სურს

AutoSharing Option
სირიის ფეხბურთის ფედერაციამ ლონდონის "ჩელსის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ეროვნული ნაკრების თავკაცობა შესთავაზა.

ამის შესახებ ინფორმაცია ფედერაციამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა და ამას დამატებული, სპეციალისტის აგენტის, ჟორჟე მენდეშის კომპანია Gestifute-ში გასაგზავნი დოკუმენტიც დადო.

"გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ გვსურს, ჟოზე მოურინიოს ოფიციალური შეთავაზება გავუკეთოთ. ამ ეტაპისთვის ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსოფლიოს დონის მწვრთნელი ავიყვანოთ, რომ ისტორიაში პირველად მუნდიალის ფინალურ სტადიაზე მოვხვდეთ", - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ სირია მუნდიალი 2018-ის აზიური კვალიფიკაციის მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც 12 ნაკრები მონაწილეობს. შესარჩევ ჯგუფში სირიელებმა
მეორე ადგილი დაიკავეს და მხოლოდ იაპონიას ჩამორჩნენ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენ კი რა ჟოზე რის ჯოზე
ai ase
15:53 04-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული