დანიას, შვედეთს, ნორვეგიასა და ფინეთს ევრო 2024-ის ერთად მასპინძლობა სურთ

AutoSharing Option
დანია, შვედეთი, ნორვეგია და ფინეთი ერთად შეიტანენ განაცხადს ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობაზე. ამის შესახებ დანიის საფეხბურთო კავშირი იუწყება.

ამასთან, თუკი განაცხადი გაიმარჯვებს, შესაძლოა ევროპირველობის რამდენიმე მატჩი ფარერის კუნძულებსა და ისლანდიაშიც ჩატარდეს.

"ჩრდილოეთის ქვეყნებს აქვთ საერთო ფასეულობები და სურთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპს ერთად უმასპინძლონ. გვსურს, ჩავატაროთ ისეთი მატჩები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება როგორც ეკონომიკურ, ისე ეკოლოგიურ სტანდარტებთან. პირველობის მასპინძლის არჩევნები 2018 წელს გაიმართება, მაგრამ ჩვენ უკვე დღეიდან ვაპირებთ თადარიგის დაჭერას", - ნათქვამია ქვეყნის წარმომადგენელთა განცხადებაში.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესეგი შესარჩევი ტურნირი აღარ იქნება, თითქმის ყველა მასპინძელია და ავტომატურად ხვდებიან ტურნირზე
llcl
17:54 04-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული