როგორც Football Italia იტყობინება, 42 წლის იტალიელი "ლიდსის" საშინაო მატჩს (3:2) დაესწრო "რედინგთან" და კლუბის პრეზიდენტ მასიმო ჩელინოსთან მოლაპარაკებები გამართა, რომელმაც 2 წლის მანძილზე 6 მწვრთნელი გამოცვალა.
სამწვრთნელო კარიერის მანძილზე, კანავაროს "ალ-ახლი", "გუანჯოუ ევერგრანდი" და "ალ-ნასრა" გაუწვრთნია.
42 ტურის შემდეგ "ლიდსი" ინგლისის მეორე დივიზიონში მე-12 ადგილს იკავებს.