"რეინჯერსის" ტრიუმფალური დაბრუნება! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 აპრილს შოტლანდიის თასის ნახევარფინალურ მატჩში "რეინჯერსმა" პრინციპული მეტოქე "სელტიკი" დაამარცხა და ფინალში გავიდა.

შეხვედრის ძირითადი დრო ანგარიშით 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში "რეინჯერსმა" ანგარიშთ 5:4 იმარჯვა.

"რეინჯერსი" ფინალში "ჰიბერნიანს" შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი შოტლანდიის ჩემპიონშიპის წარმომადგენელია.

შეგახსენებთ, რომ "რეინჯერსი" ვალების გამო 2014 წელს მეოთხე დივიზიონში დააქვეითეს. 2016 წლის 6 აპრილს კი გლაზგოელებმა ვადამდე ადრე გაიფორმეს შოტლანდიის პრემიერლიგის საგზური. ხოლო დღეს "რეინჯერსი" შეიძლება ითქვას ტრიუმფალურად დაბრუნდა  - საკუთარი დიდი ხნის პრინციპული მეტოქე თასის მიღმა დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული