ფიფამ მიშელ პლატინის ბრალდება მოუხსნა

AutoSharing Option
ფიფას ეთიკის კომიტეტმა მიშელ პლატინის კორუფციაში ბრალდება მოუხსნა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის დეკემბერში პლატინის საფეხბურთო საქმიანობა 8 წლით აეკრძალა.

ფრანგმა ფიფას წესები დაარღვია, რომელიც ლოიალურობასა და კონფლიქტთა ინტერესს ეხებოდა.

აკრძალვა დაკავშირებული იყო პლატინის მიერ შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მიღებულ თანხასთან.

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, პლატინის ბრალდება აღნიშნულ საქმეზე სპორტული არბიტრაჟის სხდომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მოუხსნეს, თუმცა ფიფაში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.

რაც შეეხება ფიფას ყოფილ პრეზიდენტს, იოზეფ ბლატერს, მოუხსნეს თუ არა მას ბრალდება, ცნობილი არ არის.

აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული აკრძალვის
გამო პლატინიმ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო, რომელიც საბოლოოდ ჯანი ინფანტინომ მოიგო. ინფანტინო უეფაში გენერალური მდივანი იყო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა თქმა უნდა ინფანტინო თავის ყოფილ უფროსთან და გამქაჩავთან ვალში იყო.
dato
12:36 27-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული