რონალდოს მეორე შვილზე ჭორები მარტის დასაწყისში, მას შემდეგ გაჩნდა, რაც "სელტასთან" გატანილი გოლი კრიშტიანომ ცნობილი ჟესტით - ბურთის მაისურის ქვეშ ამოდებით აღნიშნა.
90min-ის ცნობით, პორტუგალიელმა მამობისთვის საჭირო საჭირო ყველა დოკუმენტი უკვე მოამზადა, ბავშვის დაბადებას კი საშობაოდ ელიან.
"ოქროს ბურთის" სამგზის მფლობელი უკვე ზრდის ვაჟს, რომელიც ქვეყანას 2010 წელს, ხელოვნური განაყოფიერების პროცედურით მოევლინა.