ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "მილანი" ყველაზე დიდი გუნდია

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში ეიმედებათ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანში" დაბრუნდება. დიდია ალბათობა, რომ 34 წლის შვედმა დატოვოს პსჟ და სხვაგან გააგრძელოს კარიერა. ამ თემაზე ზლატანი ჟურნალისტებს ესაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"დამრჩა თუ არა ერთი თამაში პსჟ-ის შემადგენლობაში? - ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება და ამიტომ თავს შევიკავებ. პარიზში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ახალი გამოწვევა მივიღო. ყველა კითხვას უახლოეს დღეებში გაეცემა პასუხი.

ფაქტია, რომ ფეხბურთის თამაში მინდა და ჯერ კარიერის დასრულებას არ ვაპირებ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. რაც შეეხება "მილანში"
შესაძლო დაბრუნებას, არაფერია გამორიცხული. თავის დროზე, "როსონერის" დატოვება ჩემი ინიციატივა არ იყო.

საერთოდ, ვფიქრობ, რომ "მილანი" ყველაზე დიდი გუნდია, სადაც კი ოდესმე მითამაშია და თუ კიდევ მოვირგებ შავ-წითელ მაისურს, ეს ჩემთვის პატივი იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გაძალევს ვინმე ფეხბურთის ყურებას?! :) მილანი მეორეა ახლა, მანამდე 10 წელი პირველი იყო ტიტულებით და ასეა ფეხბურთი და ზოგადად სპორტი, იცვლებიან ლიდერები. ჩრდილი არა, ნესტო :))
gaioz-ს
16:06 10-05-2016
0
მილანი ყველგან მეორეა და მუდამ ასე იქნება, იუვესა და მადრიდის რეალის ჩრდილი სახლში თუ ევროპაში...
gaioz
13:44 10-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული