ფეხბურთის წესებში ცვლილებაა - პენალტის დარტყმის წესი გამკაცრდა

AutoSharing Option
საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB) ფეხბურთელის წესებში ცვლილებები შეიტანა.

ამიერიდან მოთამაშეებს სრულებით ეკრძალებათ პენალტის დარტყმის დროს მოძრაობის რიტმის შეცვლა. დარტყმის წინ გამორბენისას მოძრაობის შენელების ან აჩქარების შემთხვევაში, მსაჯი ფეხბურთელს ყვითელ ბარათს უჩვენებს, პენალტს გააუქმებს, საჯარიმო დარტყმას კი მეტოქე გუნდის სასარგებლოდ დანიშნავს.

ამასთან, მსაჯებმა მიიღეს უფლება, მოთამაშე თამაშის დაწყებამდეც გააძევონ, მისი შეცვლის უფლებით. მაგალითად, მოედანზე გასვლამდე ჩხუბისთვის.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგდენ მაიმუნობას სჯობს ვიდეო რეფერი შემოიღონ!!!
ბაჩო
23:21 10-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული