ISIS-ის ტერორისტებმა ერაყში მადრიდის "რეალის" 16 გულშემატკივარი მოკლეს

AutoSharing Option
"ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) ტერორისტებმა ერაყში მადრიდის "რეალის" 16 გულშემატკივარი მოკლეს.

"რეალის" ფანკლუბზე თავდასხმა 12 მაისს ბაღდადის ერთ-ერთ კაფეში მოხდა, სადაც "რეალის" 50-მდე გულშემატკივარს შეკრება ჰქონდა. შედეგად, 16 ადამიანი გარდაიცვალა, 20 - დაშავდა.  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერორისტები კალაშნიკოვის ავტომატ АК-47-ით იყვნენ შეიარაღებულები.

"მათ არ უყვართ ფეხბურთი. ისინი მას ანტიმუსლიმურ თამაშად თვლიან, ამიტომაც ხდება ეს ყველაფერი. ეს საშინელი ტრაგედიაა", - განაცხადა მადრიდელთა ადგილობრივი ფანკლუბის პრეზიდენტმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
....ეგ კალაშნიკოვი ამერიკელების მიცემული რომ არის არ იცი? თუ არ იცი, მაშინ წითელი გენერლის ინტერვიუ წაიკითხე და იქნებ ცოტა გაგინათდეთ გონება!
PS.-ინტერვიუ იმ ცხონებულთან კვირის პალიტრაში გამოქვეყნდა.
shoda
12:53 14-05-2016
0

სიახლეები პოპულარული