შოტლანდიის თასი. ფინალი: 114-წლიანი წყევლა მოხსნილია [VIDEO]

AutoSharing Option
გლაზგოში, "ჰემპტდენ პარკზე" 50 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო შოტლანდიის თასის ფინალს, რომელშიც ერთმანეთს "რეინჯერსი" და "ჰიბერნიანი" ხვდებოდნენ, ანუ კლუბები, რომლებმაც გასული სეზონი ჩემპიონშიპში გაატარეს.

საბედნიეროდ, "რეინჯერსმა", ბოლოს და ბოლოს, მოახერხა პრემიერშიპში დაბრუნება, "ჰიბერნიანმა" კი პლეი ოფში ვერ იყოჩაღა და ქვედა ლიგაში დარჩა.

გლაზგოელთათვის სეზონის იდეალური გვირგვინი თასის მოგება იქნებოდა, მარკ ვორბარტონის გუნდი ითვლებოდა კიდეც ფავორიტად. თუმცა "სელტიკის" ყოფილ ფეხბურთელს, ენტონი სტოუკსს, რა მოასვენებდა და მან ჯერ დებიუტში ანგარიში გახსნა, ხოლო მე-80 წუთზე 27 წლის ირლანდიელმა ანგარიში გაათანაბრა (2:2). იმ დროისთვის
მისი გუნდი უკვე აგებდა.

ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, როდესაც ბოლო წამებზე დევიდ გრეიმ თავური დარტყმით მოახერხა გატანა და "ჰიბერნიანს" 1902 წლის მერე პირველად, 114-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ მოაგებინა შოტლანდიის თასი.

ბუნებრივია, ამან ფანებში დიდი სიხარული გამოიწვია, მაგრამ ზღვარგადასული ემოციებიც არ ვარგა. ქომაგთა ნაწილი მინდორზე შეიჭრა და თითქმის ყველა იმავეს აპირებდა, პოლიციის კორდონი რომ არ გამოსულიყო. "ჰიბერნიანის" ფანები სამართალდამცველებმა ძლივს დააშოშმინეს.

მოხდა რამდენიმე შეხლა-შემოხლაც. "რეინჯერსის" ბანაკში ირწმუნებიან, რომ გლაზგოელთა ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიება დაწყებულია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული