პორტუგალიის ნაკრები: სანტუშს ევრო 2016-ის მოგება დაუფასეს

AutoSharing Option
პორტუგალიური ფეხბურთის მამებმა ფერნანდუ სანტუში, რომელმაც ნაკრები ევრო 2016-ზე გააჩემპიონა, ახალი კონტრაქტით დააჯილდოეს.

პორტუგალიელთა გაჩემპიონებას ბევრი სკეპტიკურად შეხვდა, რადგან ნაკრებმა ძირითად დროში მხოლოდ 1 მატჩი მოიგო (ნახევარფინალში უელსთან), მაგრამ ეს, პირველ რიგში, სწორედ ამ კარგი ტაქტიკოსის დამსახურებას უსვამს ხაზს. მისი განსწავლულობა და სიძლიერე განსაკუთრებით ფინალურ შეხვედრაში გამოჩნდა, როდესაც პორტუგალიელებმა დებიუტშივე დაკარგეს კრიშტიანო რონალდო, რომელმაც ტრავმა მიიღო.

ამის მერე სანტუშის ბიჭები ძალიან ჭკვიანურად თამაშობდნენ, მასპინძელ და ფავორიტ საფრანგეთს ბევრის არაფრის უფლება და საშუალება არ მისცეს და საბოლოოდ, დამატებით დროში იმარჯვეს კიდეც.
შესაბამისად, ეს ტრიუმფი სანტუშს დაუფასდა.

შეგახსენებთ, რომ იგი ამ პოსტზე მოსვლამდე 4 წლის განმავლობაში საბერძნეთის ნაკრებში მუშაობდა. პორტუგალიის მესაჭედ კი 2014 წელს დაინიშნა. მისი ნაკრები მსოფლიოს 208 წლის შესარჩევ ციკლს 6 სექტემბერს ბაზელში შვეიცარიასთან დაპირისპირებით იწყებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული