მ/ჩ 2018. შესარჩევი. C, E და F ჯგუფები: I ტური: იღბლიანი სემი, რიხიანი გერმანია [VIDEO]

AutoSharing Option
წუხელ დაიწყო და 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით გასტანს 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირი ევროპაში, რომელიც 13 ფინალისტს დაასახელებს.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი გოლის ავტორი 19 წლის პოლონელი ბარტოშ კაპუსტკაა, რომელმაც "ასტანა არენაზე" ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა. "ლესტერის" გარემარბის სამწუხაროდ, ფავორიტმა პოლონეთმა ამ მატჩში სამი ქულა ვერ აიღო.

C ჯგუფი: ტიტულის დაცვა მოგებით დაიწყეს
ჯგუფი აუტსაიდერთა მატჩით დაიწყო - აზერბაიჯანის ნაკრებს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ის მხოლოდ ერთ გოლში გამოიხატა, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს რუსლან გურბანოვმა გაიტანა - 0:1.

ჩეხეთში ევრო 2016-ის მონაწილე
ჩრდილოეთი ირლანდიის ნაკრებმა მეთოდურად მიაღწია უგოლო ფრეს - 0:0.

ოსლოში გერმანიის ნაკრებმა ტიტულის დაცვა ბრწყინვალედ დაიწყო - 3:0 მოიგო. თომას მიულერმა დუბლი გაიფორმა, ერთი გოლი კი ჯოშუა კიმიხის ანგარიშზეა, რომელსაც საგოლე პასი იმავე მიულერმა გადააწოდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

E ჯგუფი: დრამა "კლუჟ არენაზე"
ყაზახებმა ბოლომდე იბრძოლეს და ფავორიტ პოლონეთს შინ მხოლოდ ქულა გაატანეს - მასპინძლები 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში სერგეი ხიჟნიჩენკომ დუბლი შეასრულა ფაბიანსკის კარში და თამაში 2:2 დასრულდა.

არადა, ყველაფერი სტუმართა გეგმით მიდიოდა - მე-9 წუთზე "ლესტერის" ახალწვეულმა ბარტოშ კაპუსტკამ დააწინაურა ნავალკას გუნდი, ხოლო 35-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტი გაიტანა. ტაიმის მიწურულს არკადიუშ მილიკსაც რომ გაეტანა (მისი დარტყმული ძელს მოხვდა), ყაზახები შეხვედრის ჩარხის შემომბრუნებლები აღარ იყვნენ. ბოლოს კი მილიკმა სულ მცირე, 3 საგოლე შანსი გაანიავა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამავე ჯგუფში დანიის ნაკრები ტრავმირებული ჰენრიხ მხითარიანის გარეშე მოთამაშე სომხეთის ნაკრებს შეხვდა და 1:0 მოუგო. მე-17 წუთზე ვიქტორ ფიშერის პასით კრისტიან ერიკსენმა იხეირა. რომ არა მეკარე ბეგლარიანი, დანია უფრო დიდი ანგარიშით მოიგებდა, მაგრამ სომეხთა გოლკიპერმა 72-ე წუთზე იმავერ ერიკსენის პენალტი მოიგერია.

"კლუჟ არენაზე" დრამა ვიხილეთ, რუმინეთის ნაკრებმა იმიტომ ვერ მოუგო ჩერნოგორიას, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-7 წუთზე ნიკოლაე სტანჩუმ პენალტის ნიშნულიდან კარს გადააცილა. მანამდე შეცვლაზე შესული ადრიან პოპას გოლი სტევან იოვეტიჩმა გაქვითა და მატჩი სტუმართათვის გასახარი 1:1-ით დასრულდა.

F ჯგუფი: რეკორდსმენი რუნი
სემ ელარდაისმა ინგლისის ნაკრების თავკაცის პოსტზე სადებიუტო შეხვედრაში მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა, მაგრამ "დიდ სემს" მოგებამდე დიდი ნერვიულობა შეხვდა - 95-ე წუთამდე ტრნავაში ნულები ენთო და მატჩი ისევე რჩებოდა, როგორც ევრო 2016-ზე სლოვაკეთისა და ინგლისის დაპირისპირება, რომ არა ადამ ლალანას გოლი.

დენი როუზის ჩაწოდების შემდეგ ლალანამ დაბალი ბურთი გაუშვა, რომელსაც სლოვაკთა გოლკიპერი მატიუშ კოზაჩიკი ვეღარ გაუმკლავდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თამაშმა თავი დიდად ვერ დაგვამახსოვრა, მარტინ შკრტელმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო და სლოვაკეთი 10 კაცის ამარა დატოვა და მასპინძლებს შეტევაზე აღარც უფიქრიათ. გოლამდე ყველაზე კარგი შანსი ისევ ლალანას ჰქონდა, რომელმაც ბურთი ძელს გაარტყა.

უეინ რუნიმ ეროვნულ ნაკრებში 116-ე მატჩი ჩაატარა, რაც მინდვრის მოთამაშეთა შორის რეკორდულია, მან დევიდ ბექჰემს გაუსწრო. ინგლისის ნაკრების რეკორდსმენი კი მეკარე პიტერ შილტონია - 125 მატჩით.

სემ ელარდაისი (ინგლისი): "ბოლოსკენ ძალიან ვინერვიულეთ, რადგან 10 კაცისთვის აუცილებლად უნდა მოგვეგო. საბოლოოდ, მივიღეთ ის, რასაც ვიმსახურებდით - მთელი თამაში ვდომინირებდით და ძალზე მნიშვნელოვანი სამი ქულაც ალალად დავიმსახურეთ".

ლიტვა-სლოვენიის მატჩი სენსაციისკენ მიდიოდა, მაგრამ სტუმრებმა ორბურთიანი სხვაობა "ამოქაჩეს" და 2:2 ითამაშეს. ჯერ რენე კრჰინმა იყოჩაღა, ბოლოს კი, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე კაპიტანმა ბოსტიან ცეზარმა თავურით გაათანაბრა.

"ჰალის" შემტევმა რობერტ სნოდგრასმა ჰეთ თრიკი შეასრულა მალტელთა კარში, "ტა ქალიზე" შოტლანდიის ნაკრებმა 5:1 გაანადგურა მეტოქე, რომელიც თამაშს 9 კაცით ასრულებდა.

მუნდიალი 2018. შესარჩევი ციკლი. I ტური
4 სექტემბერი
C ჯგუფი
სან მარინო-აზერბაიჯანი 0:1
გოლი: 0:1 გურბანოვი (45)
სან მარინო (5-4-1): ა. სიმონჩინი - ბროლი, ჩეზარინი, დ. სიმონჩინი, პალაცი, მ. ბერარდი - ფ. ბერარდი (73. რინალდი), ტოზი, ჩიარუცი (55. გასპერონი), ჰირში - ვიტაიოლი (85. ვალენტინი)
აზერბაიჯანი (4-1-4-1): აგაევი - მირზაბეკოვი, მედვედევი, სადიგოვი, დაშდამიროვი - გარაევი - ისმაილოვი, ამირგულიევი, ნაზაროვი (78. მახმუდოვი), გურბანოვი (68. ალასკაროვი) - რამაზანოვი (90. შეიდაევი)
გაფრთხილება: ვიტაიოლი, ჩეზარინი -
გაძევება: ბროლი (52)
კუთხური: 1-12; ჯარიმა: 19-7; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 2-20 (0-8); ბურთის ფლობა: 24%-76%.

ჩეხეთი-ჩრ. ირლანდია 0:0
ჩეხეთი (4-4-2): ვაჩლიკი - კადერჟაბეკი, სუხი, მ. კადლეცი, ნოვაკი - შკალაკი (77. კოპიჩი), პაველკა, დარიდა, კრეიჩი - შკოდა (68. ნეციდი), ვ. კადლეცი (83. ვიდრა)
ჩრ. ირლანდია (4-3-2-1): მაკგოვერნი - მაკლაფლინი, ევანსი, მაკოლი, ფერგიუსონი (66. ჰოდსონი) - ნორვუდი, დევისი, დალასი - უორდი (74. მაკგინი), მაკნეირი - ლაფერტი (59. მაგენისი)
გაფრთხილება: პაველკა - ნორვუდი, უორდი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 6-10; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 15-6 (1-3); ბურთის ფლობა: 61%-39%.

ნორვეგია-გერმანია 0:3
გოლები: 0:1 მიულერი (16), 0:2 კიმიხი (45), 0:3 მიულერი (60)
ნორვეგია (4-4-2): იარსტეინი - სვენსონი, ჰოვლანდი, ნორდტვეიტი, ალესამი - დიომანდე, იოჰანსენი (67. იენსენი), ტეტეი, ბერიშა - კინგი (72. სორლოტი), ჰენრიკსენი (61. სელნაესი)
გერმანია (3-4-3): ნოიერი - კიმიხი, ჰიოვედესი, ჰუმელსი - მიულერი, ხედირა (85. ვაიგლი), კროოსი, ჰექტორი - იოზილი, გიოტცე (72. ბრანდტი), დრაქსლერი (85. მ. მაიერი)
გაფრთხილება: კინგი, იოჰანსენი - ხედირა
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 14-5; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 4-19 (0-10); ბურთის ფლობა: 32%-68%.
მაყურებელი: 26 793

მომდევნო ტური
8 ოქტომბერი:
აზერბაიჯანი-ნორვეგია, გერმანია-ჩეხეთი, ჩრ. ირლანდია-სან მარინო.

E ჯგუფი
დანია-სომხეთი 1:0
გოლი: 1:0 ერიკსენი (17)
დანია (3-4-1-2): რონოუ - კიაერი, კრისტენსენი, ვესტერგაარდი - ანკერსენი, კვისტი, ჰოიბერგი (81. დელეინი), დურმისი - ფიშერი, ნ. იორგენსენი (66. ი. პოულსენი)
სომხეთი (5-4-1): ბეგლარიანი - ჰამბარცუმიანი, ჰაროიანი, მკოიანი, ანდონიანი, ჰოვჰანესიანი - ოზბილიზი (41. ღაზარიანი), იედიგარიანი, მალაკიანი (77. მანოიანი), კადიმიანი - არშაკიანი (70. პიზელი)
შენიშვნა: ერიკსენმა ვერ გაიტანა პენალტი (72)
გაფრთხილება: - ღაზარიანი, ანდონიანი
კუთხური: 13-0; ჯარიმა: 7-15; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 20-1 (9-1); ბურთის ფლობა: 73%-27%.

ყაზახეთი-პოლონეთი 2:2
გოლები: 0:1 კაპუსტკა (9), 0:2 ლევანდოვსკი (35-პენ), 1:2 ხიჟნიჩენკო (51), 2:2 ხიჟნიჩენკო (58)
ყაზახეთი (5-3-2): პოკატილოვი - ბეისებეკოვი, ახმეტოვი (61. აბდულინი), მალი, კისლიცინი, შომკო - მუჟიკოვი, ბაიჟანოვი (69. ნურგალიევი), კუატი - ისლამხანი (79. ტაგიბერგენი), ხიჟნიჩენკო
პოლონეთი (4-4-2): ფაბიანსკი - პიშჩეკი, გლიკი, სალამონი, რიბუსი - ბლაშჩიკოვსკი, კრიხოვიაკი, ზიელინსკი, კაპუსტკა (83. ლინეტი) - ლევანდოვსკი, მილიკი
გაფრთხილება: მალი, ახმეტოვი, ბაიჟანოვი, ხიჟნიჩენკო, კუატი, ისლამხანი - ლევანდოვსკი, ზიელინსკი, პიშჩეკი, გლიკი
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 27-5; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 6-17 (3-7); ბურთის ფლობა: 39%-61%.

რუმინეთი-ჩერნოგორია 1:1
გოლები: 1:0 პოპა (85), 1:1 იოვეტიჩი (87)
რუმინეთი (4-2-3-1): პანტილიმონი - ბენზარი, მოცი, გრიგორე, ფილიპი - ჰობანი, სეპუნარუ - ბიცფალვი (76. პოპა), სტანკუ (90. კესერუ), სტანჩუ - ანდონე (70. ტორჟე)
ჩერნოგორია (4-4-1-1): ბოჟოვიჩი - ტომაშევიჩი, სავიჩი, შიმიჩი, ვუკჩევიჩი - მარუშიჩი, ვესოვიჩი (80. კოაშევიჩი), შეკიჩი, ბაკიჩი (68. მუგოშა) - იოვეტიჩი - ბეჩირაი (92. ნიკოლიჩი)
შენიშვნა: სტანჩუმ ვერ გაიტანა პენალტი (97)
გაფრთხილება: მოცი, ანდონე - შიმიჩი, იოვეტიჩი
კუთხური: 10-0; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 13-9 (3-2); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მომდევნო ტური
8 ოქტომბერი:
სომხეთი-რუმინეთი, ჩერნოგორია-ყაზახეთი, პოლონეთი-დანია.

F ჯგუფი
ლიტვა-სლოვენია 2:2
გოლები: 1:0 ჩერნიხი (32), 2:0 სლივკა (34), 2:1 კრჰინი (77), 2:2 ცეზარი (93)
ლიტვა (4-4-2): სეტკუსი - ვაიტკუნასი, ფრეიდგეიმასი, გირდვანისი, სლავიცკასი - ჩერნიხი (70. გრიგარავიჩიუსი), ზულპა, კუკლისი, ნოვიკოვასი - ვალსკისი (85. მატულევიჩიუსი), სლივკა (79. ჩვედუკასი)
სლოვენია (4-1-2-1-2): ობლაკი - სკუბიჩი, სამარჯიჩი, ცეზარი, იოკიჩი - კრჰინი - ვერბიჩი (56. ნოვაკოვიჩი), კამპლი - ბირსა - ბერიჩი (46. ილიჩიჩი), ბეზიაკი
გაფრთხილება: ზულპა - სამარჯიჩი
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 13-26 (5-13); ბურთის ფლობა: 36%-64%.

სლოვაკეთი-ინგლისი 0:1
გოლი: 0:1 ლალანა (95)
სლოვაკეთი (4-1-4-1): კოზაჩიკი - პეკარიკი, შკრტელი, დიურიცა, ჰუბოჩანი - პეჩკოვსკი (55. გიომბერი) - მაკი (71. კუბიკი), გრეგუსი, ჰამშიკი, შვენტო (78. კისი) - დურისი
ინგლისი (4-2-3-1): ჰარტი - უოლკერი, კეჰილი, სტოუნსი, როუზი - ჰენდერსონი (64. ალი), დაიერი - სტერლინგი (71. უოლკოტი), რუნი, ლალანა - კეინი (82. სტარიჯი)
გაფრთხილება: შკრტელი, ჰუბოჩანი - ლალანა
გაძევება: შკრტელი (57)
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 0-19 (0-5); ბურთის ფლობა: 38%-62%.

მალტა-შოტლანდია 1:5
გოლები: 0:1 სნოდგრასი (10), 1:1 ეფიონგი (14), 1:2 კ. მარტინი (53), 1:3 სნოდგრასი (61-პენ), 1:4 დ. ფლეტჩერი (78), 1:5 სნოდგრასი (84)
მალტა (5-3-2): ჰოგი - ზერაფა, კარუანა, აგიუსი, ბორგი, სციკლუნა (80. კამილიერი) - ფენეჩი, სკიბერაში, გამბინი - შემბრი (66. ბრიფა), ეფიონგი (89. მიფსუდი)
შოტლანდია (4-4-2): მარშალი - რ. მარტინი, რობერტსონი, პატერსონი, ჰენლი - რიტჩი (86. ანია), დ. ფლეტჩერი, ბენენი, სნოდგრასი - კ. მარტინი (69. ს. ფლეტჩერი), ბურკი (66. ფორესტი)
გაფრთხილება: ფენეჩი
გაძევება: კარუანა (59), გამბინი (91)
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 13-8; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 6-17 (1-7); ბურთის ფლობა: 37%-63%.

მომდევნო ტური
8 ოქტომბერი:
ინგლისი-მალტა, შოტლანდია-ლიტვა, სლოვენია-სლოვაკეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ლიტვა-სლოვენიის მატჩიო, წერია და მასპინძელი პირველად რომ იწერება და სტუმარი მერე, მგონი უნდა ვხვდებოდეთ თუ ფეხბურთზე ვკითხულობთ ხოლმე ხანდახან რამეს:) აზერბაიჯანზე მართალია მაგრამ პოლონეთი ვისთან თამაშობდა ეგრევე წერია როგორც კი ამ მატჩზე იწყება საუბარი, რა კრიტიკა აგიტყდათ ასეთი:)))
valderrama
13:16 05-09-2016
0
ყაზახებმაც კი ისწავლეს ფეხბურთის თამაში !!!
vaxo
12:39 05-09-2016
0

სიახლეები პოპულარული