32-მა ნაკრებმა შესაძლოა მუნდიალამდე ერთი კვირით ადრე პლეი ოფი ითამაშოს

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის სტრუქტურის შესაძლო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

"16 ნაკრები პირდაპირი წესით აირჩევა, ხოლო 32 ნაკრები ტურნირის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე პლეი ოფს ითამაშებს მასპინძელ მუნდიალის ქვეყანაში.

ერთ კონკრეტულ მატჩში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. მაგალითისთვის, პლეი ოფში ესპანეთი ან იტალია რომ გავარდეს? ნუ ცდილობთ, დღესვე განჭვრიტოთ მომავალი.

მსოფლიოს ჩემპიონატი სოციალური მნიშვნელობის ამბავია. მას შეუძლია ქვეყნები შეცვალოს და ადამიანებს ღიმილი აჩუქოს.

ტურნირის ასეთმა ცვლილებამ შესაძლოა შემდეგი განვითარებისთვის იმპულსი მოგვცეს", - თქვა ინფანტინომ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ