ფიტნესი

"სამხრეთის დედოფალი", რომელიც ფიტნესინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება [PHOTO]

AutoSharing Option
ვენესა ნიეტო ცნობილი საერთაშორისო ფიტნესმოდელი და ფიტნესინსტრუქტორია. ვენესა მაიამიში ცხოვრობს და "სამხრეთის დედოფლად" მოიხსენიებენ.

ნიეტო სამხრეთ კალიფორნიაში დაიბადა და გაიზარდა. ვენესას თამამად შეუძლია დაიტრაბახოს საკუთარი ფიგურით, რომლის გამო უამრავი მიმდევარი ჰყავს.

თუმცა ნიეტოს ყოველთვის არ ჰქონდა მსგავსი ფიგურა და ამას დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწია.

თავიდან ის ძალიან სუსტი იყო და არც სხეულის ფორმები ჰქონდა ისეთი, როგორიც ახლა აქვს.

"ყოველთვის ყველაზე სუსტი ვიყავი მაღალ კლასებში. სკოლაში მუდმივად დამცინოდნენ ამის გამო და ვერაფრით ვიმატებდი".

ვენესამ წონის მომატების სხვადასხვა მეთოდი გამოსცადა, თუმცა უშედეგოდ.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვენესამ სპორტდარბაზში დაიწყო სიარული, მისი სხეული შეიცვალა და ლამაზმანი ცნობილი გახდა ბრწყინვალე ფიგურის გამო, უამრავი მიმდევარი და მოსწავლე გამოუჩნდა.

ვენესას "ინსტაგრამზე" 600 000-მდე გამომწერი ჰყავს და ნელ-ნელა ფიტნესინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერ ინსტრუქტორად ყალიბდება.

Sportall.Ge