ფიტნესი

28 ათასი დოლარი ერთ პოსტში - კოლუმბიელი მოდელი, რომელიც ფიტნესით გამდიდრდა [PHOTO]

AutoSharing Option
26 წლის ანიელა საგრა 2015 წელს კოლუმბიის ყველაზე ცნობილი ფიტნეს-მოდელი გახდა. ამჟამად ლამაზმანი მაიამიში ცხოვროს და სპორტული საკვების პირად ბრენდს წარმოადგენს.
საგრა "ინსტაგრამის" მეშვეობით ვარჯიშების ვიდეობს აქვეყნებს და საკუთარი ბრენდს ანვითრებს.

აღსანიშნავია, რომ თავიდან ანიელა საკმაოდ გამხდარი იყო, რის შემდეგაც მან გადაწყვიტა სერიოზულად მიეხედა სხეულისთვის და მალევე პირველ შეჯიბრშიც მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც სპორტული საკვების ბრენდების მხრიდან დიდი ყურადღება მიიღო.

მაშინ კოლუმბიელი გოგონა მიხვდა, რომ ფიტნესში უფრო მეტ წარმატებას მიაღწევდა, ვიდრე სამოდელო ბიზნესში. ახლა ანიელას "ინსტაგრამზე" 11 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს,
ხოლო პირველი მილიონის შეგროვებას ფიტნეს-მოდელის ერთი წელიც არ დასჭირდა.

ამჟამად საგრამ მსოფლიოს 5 ყველაზე პოპულარულ ფიტნეს-მოდელს შორისაა, ხოლო სარეკლამო პოსტებს წლიურად 100 ათას დოლარზე მეტი მოაქვს. აღსანიშნავია, რომ მისი პოსტის ღირებულება 28 500 დოლარია. ამ დროისთვის ანიელას კაპიტალი 800 000 დოლარია.

ანიელა, როგორ სხვა სპორტული ქალები, მკაცრად იცავს დიეტას. ის დღეში მინიმუმ 4-ჯერ ჭამს, ხოლო მისი რაციონის საფუძველი ბოსტნეული და ცილებია.

კოლუმბიელმა აღიარა, რომ დამოკიდებულია ტკბილზე და ამის გამო ტკბილეულობას პროტეინის აბრებითა და ცილოვანი კოკტეილებით ანაცვლებს.

ანიელა დიდი ხანია უკე ლათინური ამერიკის ყველაზე პოპულარული ფიტნეს-მოდელის სახელს ატარებს. ამასთან ერთად ანიელა სავარჯიშო და გასახდომ პროგრამებსაც ჰყიდის. გარდა ამისა, ლამაზმანი ტანსაცმლის ბრენდის წარმოადგენელიც არის.

როგორც თავად საგრა ამბობს, ის ბიზნესისგან არ იღლება და მხოლოდ ის წყინს, რომ ადამიანებს ჰგონია თითქოს საქმე არ აქვს და ბევრ სურათებს იღებს.

"ტელეფონი მუდმივად ჩემთანაა, რადგან ეს ჩემი სამუშაო ინსტრუმენტია. დიახ, ბევრ ფოტოს ვიღებს და გულშემატკივრებს ვესაუბრები, თუმცა ეს დღეს არ მირთულებს. სულაც არ მგონია ეს სამსახური".

ანიელა საგრას სატრენაჟორო დარბაზში უპირატესობას პრესების ვარჯიშს ანიჭებს, რისი დამადასტურებელი მისი ფოტოებიც.

Sportall.Ge