ორი მოგებით ესტონეთიდან

AutoSharing Option
B დივიზიონში ქართველი ახალგაზრდებისა და ჭაბუკების წარუმატებლობის შემდეგ მცირე იმედი კადეტებმა გაგვიჩინეს. მათ უკრაინიდან ესტონეთში გადაინაცვლეს და იქაურ თანატოლებთან ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარეს. ორივე შეხვედრა გია კაზანჯიანის შეგირდების გამარჯვებით დასრულდა.

პირველი თამაში თანაბარ ბრძოლაში გაილია და გამარჯვებული ბოლო წუთებზე გამოვლინდა. ქართველებმა ესტონელების შეტევების შეჩერება მოახერხეს და საბოლოოდ 5 ქულის სხვაობით იმარჯვეს - 66:61.

სტუმრებმა მეორე მატჩში წინა დღს შედეგი 4 ქულით გააუმჯობესეს - 73:64 იმარჯვეს.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ესტონეთიდან უკვე დაბრუნდა, თუმცა 3 აგვისტოს კვლავ გაფრინდება ტალინს, სადაც ევროპის ჩემპიონატის
B დივიზიონის მატჩები გაიმართება. ჩვენი ნაკრები ჩ ჯგუფში ბელგიის, სლოვენიის, რუმინეთისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან მოხვდა.

16-წლამდელთა ნაკრები. საკონტროლო მატჩები

ესტონეთი-საქართველო 61:66

ესტონეთი-საქართველო 64:73
საქართველო: ბურჯანაძე (15ქ), ცირეკიძე (9 ქ, 9 მ), კვანტალიანი (9ქ, 7მ), რამიშვილი (7ქ, 11მ), გოლეთიანი (8ქ), მიქელაძე (8ქ), გოგბაიძე (8ქ)


მკითხველის კომენტარები / 1 /
რაც ალხანა, ის ჩალხანაო...
buba
18:05 06-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული