ლუქსემბურგთან წავაგეთ!

AutoSharing Option
ჩვენი 18-წლამდელები საკონტროლო მატჩებში უკრაინელებთან სამჯერვე უშანსოდ დამარცხდნენ. ერთ-ერთი მატჩის მიმოხილვაში დავწერეთ: ან უკრაინაა ძალიან ძლიერი, ან საქართველოა ერთობ სუსტი.

პასუხი დღეს მივიღეთ: ლიტვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უკრაინამ ჯგუფში სამივე მატჩი წააგო (სლოვენიასთან, ლიტვასთან და პოლონეთთან)... ერთი დივიზიონით ქვემოთ, საქართველოს ნაკრებმა იგივე გაიმეორა, ჯგუფში ბოლო ადგილს არავის უთმობს...
ასე რომ, უკრაინა A დივიზიონის კვალობაზე სუსტი აღმოჩნდა, ხოლო საქართველო B ლიგის გუნდებშია ერთ-ერთი მაჩანჩალა... აბა, გუნდი ლუქსემბურგთან რომ წააგებს, მის თამაშს ჩანჩალის გარდა სხვა რა შეფასება უნდა მიეცეს?!

ესტონეთთან მარცხის შემდეგ
გარკვეულ გამართლებად შეიძლება გამომდგარიყო, ვთქვათ, თითო მეფარის და კარგი მსროლელის დანაკლისი; მოსამზადებელ ციკლში საკონტროლო შეხვედრების არასაკმარისი რაოდენობა. მაგრამ ლუქსემბურგთან მარცხს გამართლება არ აქვს!

18-წლამდელთა შიუნ დაბრუნების შემდეგ (20-წლამდელები უკვე ჩამოვიდნენ) კარგად უნდა გაანალიზდეს ახალგაზრდა ქართველთა წარუმატებლობის მიზეზები: თაობა არ გვყავს შესაბამისი, ლუქსემბურგულ კალათბურთში უფრო მეტი ფული ტრიალებს, ჯუჯებს უკეთესი სელექცია ჰქონდათ, მოსამზადებელი პირობები არ გვივარგოდა თუ მწვრთნელებმა ვერ მოამზადეს გუნდი სათანადოდ. ანალიზის შემდეგ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს, რათა გაისად ანდორასთანაც არ დავმარცხდეთ.

ლუქსემბურგი-საქართველო 72:68
14:14, 17:26, 16:16, 25:12
საქართველო: ჩერქეზიშვილი (3 წთ), სანაძე (38 წთ, 24ქ, 7მ, 4პ, 3ჩ), მუმლაძე (29 წთ, 3ქ, 5მ, მ3დ, 5ფ), თენიეშვილი (34 წთ, 9ქ, 6მ, 6პ), ჯავახიშვილი (30 წთ, 15ქ, 10მ, 4ჩ, 5ფ); ტეტელაშვილი (27 წთ, 2ქ, 3პ), შარაბიძე (14 წთ, 4ქ), ელიაძე (21 წთ, 11ქ), ჭიჭვეიშვილი (4 წთ)
ლუქსემბურგი: მელჩერი (27ქ), ლორენი (23ქ, 16მ, 3დ), შმიტი (18ქ, 8მ, 4პ)...


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული