მეორედ ესტონეთში

AutoSharing Option
5 აგვისტოს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ტალინში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში პირველ მატჩს ჩაატარებს - რუმინეთს დაუპირისპირდება.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კადეტები კარგად არიან მომზადებულნი. მათ საკონტროლო მატჩები გამართეს თურქეთში, უკრაინასა და ესტონეთში. შეხვედრათა უმრავლესობა გია კაზანჯიანის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

თუ დანარჩენ ასაკობრივ ნაკრებებში სიმაღლის პრობლემებია, 16-წლამდელებს ეს საკითხი მოგვარებული აქვთ. გუნდში ირიცხება 5 ორ მეტრზე მაღალი მოთამაშე, რომლებსაც შეუძლიათ როგორც ცენტრის, ასევე მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაში: ბექა ნადირაძე, ლერი კვანტალიანი, თემურ ფხაკაძე, ბექა ბურჯანაძე და გიორგი ცირეკიძე.

საქართველოს ნაკრები ჩ
ჯგუფში ბელგიასთან, სლოვენიასთან, რუმინეთითან და ლუქსემბურგთან მოხვდა. გათამაშების ფორმატის თანახმად, ქვეჯგუფიდან 2 საუკეთესო გუნდი გადის, რომლებიც მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლებენ. ნახევარფინალში თითო ჯგუფის ორი გამარჯვებული იასპარეზებს.

კალენდარი
5 აგვისტო
22:30 საქართველო-რუმინეთი
6 აგვისტო
22:15 საქართველო–ბელგია
7 აგვისტო
20:00 საქართველო–სლოვენია
9 აგვისტო
15:30 საქართველო–ლუქსემბურგი
დრო თბილისისაა


მოთამაშე სმ გუნდი

ნიკა რამიშვილი 179 ბათუმი
ირაკლი მიქელაძე 178 ბათუმი
რობერტ გოგბაიძე 186 აკადემია
შოთა გოლეთიანი 191 მართვე
დავით ხეთაგური 190 აკადემია
ლევან ლოლიშვილი 197 ორბი
ლევან გრძელიძე 181 ქუთაისი
ბექა ბურჯანაძე 201 "კახასოლი" (ესპანეთი)
თემურ ფხაკაძე 202 ქუთაისი
გიორგი ცირეკიძე 202 ქუთაისი
ბექა ნადირაძე 204 აკადემია
ლერი კვანტალიანი 201 აკადემია
მთავარი მწვრთნელი: გია კაზანჯიანი
ასისტენტი: არჩილ ჟღენტი
გუნდის მენეჯერი: გელა წულაძე
ექიმი: დავით ნადირაძე


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული