ქართული კალათბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

20-წლამდელები თბილისში თასით დაბრუნდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის აეროპორტში ქართველ კალათბურთელთა გამოჩენას აპლოდისმენტები მოჰყვა, რაც ლოგიკურიც იყო - გუნდმა B დივიზიონში წარმატებით იასპარეზა და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ...და რაც მთავარია, ქართველი 20-წლამდელები თბილისში საპატიო თასითა და ოქროს მედლებით დაბრუნდნენ.

გუნდს არ ჩამოჰყოლიან მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი და ტურნირის საუკეთესო კალათბურთელი თორნიკე შენგელია. ისინი ბოსნიიდან პირდაპირ ავსტრიაში გადაფრინდნენ და ეროვნულ ნაკრებს შეუერთდნენ.

მკითხველს შევახსენებთ, რომ B დივიზიონის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი ქართველებმა ერთხელ უკვე ჩამოიტანეს - 2006 წელს ვიქტორ სანიკიძის კაპიტნობით
20-წლამდელებმა დივიზიონიც მოიგეს და ევროპის ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"