- სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ზოგ ტურნირზე ის გუნდები არიან მიწვეულნი, რომლებიც ევრობასკეტზე ჩვენი მეტოქეები იქნებიან, ზოგი შეჯიბრება თბილისურ ტურნირს ემთხვევა. არის რამდენიმე ვარიანტი და საბოლოოდ ისეთს შევარჩევთ, საქართველოს ნაკრებს სრულყოფილი შეკრება რომ გამოუვიდეს, - გვითხრა კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა.
- ლატვიის ნაკრების მოსამზადებელი ეტაპის გეგმა ახლა დგინდება. გადაჭრით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აგვისტოში საქართველოსა და ლატვიის ნაკრებები ამხანაგურად ითამაშებენ. ეს შეხვედრები ქართველებისთვისაც სასარგებლო უნდა იყოს და ჩემი გუნდისთვისაც, - აღნიშნა აინარს ბაგაცკისმა.
მერაბ რატიშვილს ლატვიასთან მატჩების თარიღები ვკითხეთ.
- ორივე გუნდის მწვრთნელი საკონტროლო მატჩებზე სიტყვიერად შეთანხმდნენ და გადაწყვეტილია, რომ ლატვიელებს ვეთამაშებით. ისიც ცნობილია, რომ მატჩები ლატვიაში ჩატარდება. თუმცა, ჯერჯერობით ზუსტი თარიღები არ დადგენილა - ველით ლატვიის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ წერილს.
უნდა ვივარაუდოთ, რომ იგორ კოკოშკოვის გუნდი აინარს ბაგაცკისის კრებულს აგვისტოს ბოლოს "დაეჭიდება" და მეზობელ ლიტვაშიც ლატვიიდან გადავა.
2010 წელს, ევროშესარჩევზე ბაგაცკისის გუნდის საშუალო ასაკი 22 წელი იყო - რამდენიმე გამოცდილ კალათბურთელს დისკვალიფიკაცია ჰქონდა. მწვრთნელს ეიმედება, რომ ევროპის ჩემპიონატის წინ გამოცდილი მოთამაშეებიც დაემატებიან, თუმცა დასძენს:
- ნაკრებში ისეთმა კალათბურთელებმა უნდა ითამაშონ, რომლებსაც ეს სურთ და ბოლომდე იხარჯებიან. ძალიან მინდა სრული საბრძოლო შემადგენლობა შევკრიბო. ვნახოთ, ეს როგორ მოხერხდება.
შეგახსენებთ, რომ ლატვიელებს აქამდე ერთადერთხელ ვეთამაშეთ: 2008 წელს რიგის ტურნირზე ქართველებმა ჯერ საფრანგეთთან დათმეს (69:90), შემდეგ ჩეხეთს მოუგეს (74:68), ბოლო მატჩში კი ლატვიელებსაც აჯობეს - 80:72. იმ მატჩში ვლადიმერ ბოისა გამოირჩა, მან 18 ქულა ჩააგდო.
"კარგად მახსოვს ქართველთა თამაში ლატვიაში. მაშინაც დავრწმუნდი, რომ ძლიერი შემადგენლობა გყავთ. რაც მთავარია, საქართველოს ნაკრები მზარდი გუნდია, რაც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრითაც დაადასტურა", - ესეც ანარს ბაგაცკისის სიტყვებია.
2008 წელი, რიგა
ლატვია-საქართველო 72:80
19:22, 15:22, 17:20, 21:16
საქართველო: ცინცაძე (22 წთ, 5 ქ, 3 პ), ელისი (30 წთ. 10 ქ. 3 პ.), სანიკიძე (28 წთ. 5ქ. 7 მ), ცქიტიშვილი (24 წთ. 9 ქ. 7 მ), ფაჩულია (25 წთ. 14 ქ. 8 მ); ვ. ბოისა (23 წთ. 18 ქ), შერმადინი (7 წთ. 3 მ. 2 დ), გამყრელიძე (25 წთ. 14 ქ. 3 პ), ა. ბოისა (13 წთ. 5 ქ), ტუღუში (2 წთ).
.