ქართველები და ევრობასკეტი - დარჩა 153 დღე

AutoSharing Option
სამშაბათის ნომერში ლატვიის ნაკრების შესახებ მოგითხრეთ. მას მერე გაირკვა კიდევ რამდენიმე სპარინგ-მეტოქის ვინაობა და გადავწყვიტეთ, თითოეული მოწინააღმდეგე ყოველდღიურად გაგაცნოთ. ჩვენი ნაკრები მოსამზადებელი ციკლის საწყის ორ შეხვედრას ავსტრიასთან ჩაატარებს და დღეს სწორედ ამ ქვეყნის გუნდზე მოგითხრობთ. ხვალ ესტონეთზე შევჩერდებით, შაბათის ნომერში კი რუსეთზე... გემახსოვრებათ, რომ შაბათობით ევრობასკეტზე ქართველთა მეტოქეებზე ვრცლად ვლაპარაკობთ.

საქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგი ყველგან თან სდევდა - ჯუჯებთან 6 ოფიციალური მატჩი ჩავატარეთ. თუმცა, ამხანაგურებიანად სარეკორდო, 7 შეხვედრა ავსტრიელებთან გავმართეთ. ამ ზაფხულს ეს რიცხვი ცხრამდე გაიზრდება - 30 და 31 ივლისს
იგორ კოკოშკოვის კრებული კიდევ ორჯერ გაეჯიბრება ავსტრიას.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია შეკრებისთვის ყოველთვის ისეთ ადგილს არჩევდა, საიდანაც ევროპის სხვადასხვა კუთხეში საკონტროლო მატჩებისთვის ნაკრების გადასვლა გაადვილდებოდა. ასეთი მოსახერხებელი ადგილმდებარეობა ავსტრიას აქვს. თანაც, ქართველები არც პირობებს უჩივიან და უკვე მესამე სეზონია მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გადიან.

ამ ორი ქვეყნის კალათბურთის ფედერაციას შორის თბილი ურთიერთობა 2006-07 წლების შემდეგ დამყარდა - ავსტრიელებთან ევრო-2009-ის შესარჩევზე ერთ ჯგუფში მოვხვდით. პირველ მატჩში 19-ქულიანი ჩამორჩენა ზაზა ფაჩულიასა და ტაირონ ელისის ძალისხმევით აღმოვფხვარით - 68:63 მოვიგეთ. თბილისურ შეხვედრაში კი მანუჩარ მარკოიშვილის დამაჯერებელი თამაშის წყალობით ავსტრიელებს შანსი არ დავუტოვეთ.

ამ გუნდს პირველად 1997 წელს კვიპროსში ვეთამაშეთ: საფინალო სირენამდე წამები რჩებოდა, როცა მამუკა ტურაშვილმა შორეული ორქულიანი გამოიყენა და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა. დამატებით დროში მოედანზე ტრავმირებული ვლადიმერ სტეფანია შევიდა და ამ მოგებით ქართველებმა შესარჩევ ტურნირში თამაშის უფლება მოიპოვეს.

თუ ოფიციალურებში ავსტრიას 3:0-ს ვუგებთ, ამხანაგურებში ანგარიში საყაიმოა - 2:2.

წლეულს ავსტრიელები მზადებას ივლისის დასაწყისში შეუდგებიან და საქართველოსთან ორ ამხანაგურ მატჩს შედარებით უკეთეს კონდიციებში შეხვდებიან... ავსტრიის ნაკრები B დივიზიონის A ჯგუფში ჰოლანდიის, ესტონეთისა და ლუქსემბურგის წინააღმდეგ თამაშობს (2 მოგება, 1 წაგება).


ევრო-1999
საკვალიფიკაციო
25.05.1997
საქართველო-ავსტრია დ.დ. 67:60
34:31, 22:25, 11:4
საქართველო: თორთლაძე (38წთ, 3ქ, 3მ, 4პ, 1ჩ), ტურაშვილი (27წთ, 11ქ, 3მ), სტეფანია (5წთ, 2ქ, 1მ), ბეჟანიშვილი (26წთ, 10ქ, 10მ, 1პ, 1ჩ), ხოშტარია (15წთ, 2ქ, 2პ), ნაცვლიშვილი (45წთ, 22ქ, 15მ, 1ჩ), ბერძენიშვილი (33წთ, 9ქ, 9მ), სანაძე (9წთ, 3ქ), ჩხეიძე (19წთ, 5ქ)

ევრო-2007
B დივიზიონი
06.09.2006
ავსტრია-საქართველო 63:68
19:13, 22:13, 15:24, 7:18
საქართველო: ელისი (37 წთ, 20ქ, 5მ, 5პ, 1ჩ, 1დ), მ. მარკოიშვილი (27 წთ, 9ქ, 2მ, 1ჩ), ა. ბოისა (10 წთ, 3მ), ვ. ბოისა (33 წთ, 5ქ, 2მ), ფაჩულია (35 წთ, 24ქ, 7მ, 2ჩ, 2დ), გამყრელიძე (19 წთ, 2ქ, 4პ, 1მ), ცინცაძე (7 წთ), ცქიტიშვილი (11 წთ, 3ქ, 2მ, 1ჩ), სანიკიძე (21 წთ, 5ქ, 6მ), ნაცვლიშვილი (1 წთ)

25.08.2007
საქართველო-ავსტრია 85:74
21:22, 21:15, 24:19, 19:18
საქართველო: ცინცაძე (33 წთ, 5მ, 2პ, 3ჩ), ელისი (36 წთ, 14ქ, 3პ, 1ჩ), მ. მარკოიშვილი (27 წთ, 22ქ, 3მ, 1პ, 1ჩ), სანიკიძე (32 წთ, 14ქ, 9მ, 3პ, 1ჩ, 1დ), ფაჩულია (38 წთ, 25ქ, 5მ, 3პ, 1დ), გამყრელიძე (5 წთ), ნაცვლიშვილი (23 წთ, 5ქ, 7მ, 1პ, 1ჩ), ტუღუში (6 წთ, 5ქ, 2მ, 1ჩ)


ამხანაგურები

05.08.2008
ავსტრია-საქართველო 76:74
25:20, 18:16, 15:24, 18:14
საქართველო: ცინცაძე (24 წთ, 5ქ, 3პ), ა. ბოისა (18 წთ. 2ქ), სანიკიძე (13ქ. 10მ), ცქიტიშვილი (25 წთ. 20ქ. 9მ), ფაჩულია (30 წთ. 9ქ. 3პ); გამყრელიძე (20 წთ. 9ქ), ვ. ბოისა (22 წთ. 9ქ), შერმადინი (3 წთ. 2ქ), ტუღუში (14 წთ. 5ქ), ტომარაძე (5 წთ), შენგელია (4 წთ)

08.08.2008
ავსტრია-საქართველო 77:74
21:17, 25:20, 13:12, 18:25
საქართველო: ცინცაძე (27წთ, 9ქ, 3პ, 3მ), ა. ბოისა (12წთ. 3ქ. 4მ), სანიკიძე (23წთ. 1ქ. 9მ), ცქიტიშვილი (26წთ. 18ქ. 8მ), ფაჩულია (25წთ. 20ქ. 5მ); გამყრელიძე (30წთ. 7ქ. 5პ. 4მ), ვ. ბოისა (23წთ. 5ქ. 4მ. 3პ), შერმადინი (5წთ. 2ქ), ტუღუში (13წთ. 3ქ), შენგელია (16წთ. 6ქ. 4მ)

7.08.2009
ავსტრია-საქართველო 73:77
21:18, 19:17, 13:17, 20:25
საქართველო: გამყრელიძე (11წთ), ვ. ბოისა (34წთ, 15ქ), ცინცაძე (35წთ, 17ქ, 4პ, 3ჩ), შერმადინი (35წთ, 14ქ), ტუღუში (5წთ), სანიკიძე (39წთ, 11ქ, 12მ), მეტრეველი (11წთ, 4ქ), ელისი (30წთ, 16ქ, 6პ)

8.08.2009
ავსტრია-საქართველო 71:75
18:22, 22:18, 17:18, 14:17
საქართველო: გამყრელიძე (11 წთ), ვ. ბოისა (31 წთ, 12ქ, 6მ), ცინცაძე (29 წთ, 6ქ, 8პ, 3ჩ), შერმადინი (34 წთ, 18ქ, 7მ), ტუღუში (10 წთ, 3ქ), სანიკიძე (31 წთ, 11ქ, 6მ), მეტრეველი (8 წთ, 2ქ), ელისი (32 წთ, 17ქ), ა. ბოისა (7 წთ, 4ქ), შენგელია (6 წთ, 2ქ).




.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული