ვიხილავთ გასვლითი მატჩების რეპორტაჟებს?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თბილისური შეხვედრების სანახავად ვინც სპორტის სასახლეში ვერ მივა, ჩვენი გუნდის ქომაგობა პირველი არხის ტელეეთერით შეეძლება. ეს საკითხი დიდი ხანია, გარკვეულია. გაცილებით მნიშვნელოვანია ეროვნული გუნდის გასვლითი მატჩების ამბავი - გულშემატკივრებთან ერთად მედიელებსაც გვაინტერესებს, ვიხილავთ თუ არა რეპორტაჟებს ბელგიიდან, პორტუგალიიდან, პოლონეთიდან და ბულგარეთიდან.

როგორც აღმოჩნდა, პორტუგალიელები მატჩის ტრანსლირებას საკუთარ ქვეყანაშიც არ აპირებენ, ამიტომ შეიძლება, პორტუგალია-საქართველო ჩვენც ვერ ვიხილოთ. თუმცა პირველი არხის სპორტული რედაქციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ნიკოლაიშვილმა გვითხრა:
- პორტუგალიელებს თხოვნით მივმართეთ, რომ ტრანსლირებისთვის საჭირო აპარატურა დარბაზში მიიტანონ. თუ ეს მოახერხეს,
მატჩის საქართველოში ჩვენებას შევძლებთ.

ასე რომ, ჯერჯერობით გაურკვეველია, განხორციელდება თუ არა რეპორტაჟი პორტუგალიიდან.
ბელგიასთან, პოლონეთთან და ბულგარეთთან ჩვენმა ტელევიზიამ შეთანხმებას უკვე მიაღწია და თითქმის გადაწყვეტილია, რომ სამივე გასვლითი მატჩი პირველი არხით გადაიცემა.

- პოლონელებთან, ბელგიელებთან და ბულგარელებთან კონტრაქტები უკვე შევათანხმეთ. თუმცა დასაზუსტებელია გარკვეული ტექნიკური საკითხები. ამიტომ დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ სამი რეპორტაჟის ჩვენი არხით ჩვენება 90 პროცენტითაა გადაწყვეტილი, - დასძინა ბატონმა ვლადიმერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული