პოლონეთის ნაკრები შეკრების დასკვნით ეტაპს ლოძში გადის. იგორ გრიშჩუკის გუნდი პარასკევს დედაქალაქ ვარშავაში გადავა, საიდანაც შაბათს, საქართველოში გამოფრინდება. მათი თვითმფრინავი თბილისში შაბათს შუადღისას დაეშვება.
პოლონელებს ჩამოყვებათ თორნიკე შენგელიას თანაკლუბელი ტომას კელატი, რომელსაც პოლონეთის პასპორტის აღება გაუჯანჯლდა... თუმცა ქვეყნის მეთაურის ბრძანება ოფიციალურ მატჩებამდე მოესწრო და გადაწყდა, რომ კელატი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. იგი "ვალენსიას" გასულ სეზონში ევროთასის მოგებაში დაეხმარა, გაისად კი არანაკლებ ძლიერ გუნდში
პოლონეთის ნაკრებს 20 ივლისს შეუერთდა "ორლანდო მეჯიქის" ცენტრი მარცინ გორტატი. მან გუნდთან ერთად ორი მატჩი ჩაატარა და სლოვაკების ძლევაში დიდი წვლილიც შეიტანა: პირველ შეხვედრაში 21 ქულა ჩააგდო, მეორეში - 18. ასე რომ, ზაზა ფაჩულიას და გიორგი შერმადინს მის შესაჩერებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ.
პოლონელებს გორტატის გარდა კიდევ ერთი მაღალი დონის მეფარე ჰყავთ - მაცეი ლამპე, რომელიც შარშან რუსულ უნიქსში თამაშობდა. მან სლოვაკეთთან ორივე მატჩში 12-12 მოხსნა მიითვალა.
პოლონელთა თავკაცი საქმეშია ჩართული და მეტოქეებზე ჯერ არაფერს ამბობს, სამაგიეროდ, იქაური კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რომან ლუდვიჩუკმა თანამემამულეებს გაახსენა, რომ NBA-ს ცენტრი მხოლოდ პოლონეთის ნაკრებში არ თამაშობს:
- ფავორიტებად მიგვიჩნევენ, მაგრამ წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მეტოქესთან რთული მატჩი გველის. ავიღოთ თუნდაც საქართველოს ნაკრები, რომელიც A დივიზიონში შარშან გადმოვიდა. ჩვენს მსგავსად ქართველებსაც ჰყავთ NBA-ს წარმომადგენელი - ზაზა ფაჩულია.
პოლონურ პრესაში კიდევ ერთ ქართულ გვარს შევხვდით: გამოცემა "გაზეტა" გვახსენებს, რომ გიორგი ცინცაძე გასულ სეზონში პოლონურ "სოპოტში" თამაშობდა და 2009 წელს B დივიზიონში ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი იყო...
პოლონეთი-სლოვაკეთი 108:57
25:16, 26:10, 30:10, 27:21
პოლონეთი: ჩილინსკი (14 წთ, 7 ქ), ბერიშა (12 წთ, 3 ქ), ლამპე (21 წთ, 15 ქ, 12 მ), შუბარგა (23 წთ, 10 ქ, 2 მ, 8 პ), დილევიჩი (14 წთ, 6 ქ, 4 მ), ბიალეკი (5 წთ, 2 ქ, 2 მ), ჰრიჩანიუკი (16 წთ, 12 ქ), მაიევსკი (14 წთ, 3 ქ, 2 მ), ვაჩინსკი (14 წთ, 5 ქ), გორტატი (18 წთ, 21 ქ, 3 მ, 2 პ), ლაპეტა (7 წთ, 2 ქ, 2 მ), კოზარეკი (17 წთ, 12 ქ, 7 პ), კელატი (22 წთ, 10 ქ, 3 მ), კიკოვსკი (4 წთ).
პოლონეთი-სლოვაკეთი 70:46
18:9, 19:11, 17:12, 16:14
პოლონეთი: ჩილინსკი (15 წთ, 4 ქ), ბერიშა (15 წთ, 5 ქ), ლამპე (23 წთ, 9 ქ, 12 მ), შუბარგა (20 წთ, 4 ქ, 2 მ, 4 პ), დილევიჩი (17 წთ, 9 ქ, 6 მ, 2 პ), ბიალეკი (2 წთ, 2 ქ, 2 მ,), ჰრიჩანიუკი (10 წთ, 4 ქ, 4 მ), მაიევსკი (15 წთ, 5 ქ, 2 მ), ვაჩინსკი (10 წთ, 2 ქ, 2 მ), გორტატი (28 წთ, 18 ქ, 15 მ, 2 პ), კოზარეკი (20 წთ, 2 მ, 3 პ), კელატი (25 წთ, 8 ქ, 2 პ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"