ჯეისი ქეროლი აღმოსავლეთ ევროპის ნაკრებში

AutoSharing Option
რომელი ნატურალიზებული ითამაშებს საქართველოს ნაკრებში? - ამ კითხვაზე პასუხი ბევრს აინტერესებს, თუმცა ჯერ ზუსტი პასუხი არც ეროვნულის მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს აქვს.

საქმე ისაა, რომ ტორინ გრინის ტრავმის სიმძიმის საკითხი ჯერ საბოლოოდ არ გარკვეულა. იგი მოტეხილ ფეხის თითს მკურნალობს, თუმცა უცნობია როდის შეძლებს გრინი სრული დატვირთვით ვარჯიშს. თუ იგი საქართველოს ნაკრების შეკრების დაწყებამდე (24 ივლისამდე) მწყობრში ჩადგა, ევროპის ჩემპიონატზეც ტორინი ითამაშებს, თუ ეს ვერ მოხერხდა...

სამი წერტილის ნაცვლად რა ჩავწეროთ არ ვიცით, რადგან ჯერ გრინისგან ველით საბოლოო პასუხს. სწორედ მასზე
სიახლეების ძიებისას საინტერესო სტატიას წავაწყდით, რომელშიც ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე გაევროპელებულ ამერიკელებზეა ლაპარაკი. ვკითხულობთ: საქართველოს პასპორტი სხვადასხვა დროს მიიღეს ტაირონ ელისმა ("ესტუდიანტესი") ტორინ გრინმა ("გრან კანარია"), ქუინტონ ჰოსლიმ ("ხვენტუდი"), მელვინ სენდერსმა ("ირიცხებოდა "გრან კანარიაში").

სტატიაში ნათქვამია, რომ "გრან კანარიას" ბომბარდირის, ჯეის ქეროლის აგენტი მოლაპარაკებას აწარმოებს აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის კალათბურთის ფედერაციასთან. ქეროლს ევროპული პასპორტი კარიერული წინსვლისთვის სჭირდება, რადგან მისი გადაბირებით ევროგრანდები არიან დაინტერესებულები და თუ მიიწვევენ როგორც ევროპელს, ამერიკელებზე დაწესებული ლიმიტი ქეროლს არც ერთ კლუბში შეაფერხებს. "ბარსელონა", "რეალი", "კახა ლაბორალი", "მაქაბი" - აი, იმ გრანდების არასრული სია, რომლებსაც გაისად კეროლის საკუთარ რიგებში ხილვის სურვილი აქვს.

აღმოსავლეთ ევროპა აზრბაიჯანი, რუსეთი, ბულგარეთი, უკრაინა, საქართველო... კიდევ რამდენიმე ქვეყნის ჩამოთვლა შეიძლება, თუმცა რადგანაც მოლაპარაკების პროცესი ჯერ არ დასრულებულა, არავინ გაამხელს რომელი ქვეყნის ფედერაციასთან აწარმოებს მოლაპარაკებას ჯეისი ქეროლი. საქართველოს ნაკრების მეტოქეები, რუსეთი, ბულგარეთი და უკრაინაც აღმოსავლეთ ევროპას წარმოადგენენ. თუ მათგან ერთ-ერთმა დაიმატა ჯეისი, ნამდვილად არ წააგებს - ქეროლი ესპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 19.3 ქულასა და 1.2 პასს აგროვებს, შეუძლია როგორც გამთამაშებლად, ასევე მსროლელად თამაში. "გრან კანარიას" მატჩებისას, როცა გრინი მოედანზეა ქეროლი მეორე ნომრად ირჯება.

რაღა რუსეთს, ბულგარეთსა და უკრაინას მივადექით, იქნებ საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ ემზადება ჯეისი?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული