საქართველოს ნაკრებს საბონისი ჩააცვამს

AutoSharing Option
რამდენადაც მრავალმხრივი კალათბურთელი იყო არვიდას საბონისი, იმდენად მრავალფეროვანია მისი არასაკალათბურთო ცხოვრებაც. იგი ქართველებს ეკიპირებასაც შეუკერავს:

- ძალიან ლამაზი ფორმა იქნება, ახალი დიზაინითა და ფერებით. ვიმედოვნებ, ამ მაისურებში საქართველოს ნაკრები წარმატებას მიაღწევს და ჩვენც გვასახელებს, - თქვა საბონისმა და დასძინა: - გულზე პატარა წარწერა შესრულდება - შაბონის 220.

- რატომ 220? - ჰკითხა მისმა მეგობარმა ნიკოლოზ დერიუგინმა.

- 220 ჩემი სიმაღლეა, - უპასუხა საბონისმა
.
- ერთმანეთის წინააღმდეგ რომ ვთამაშობდით, 225 სმ-მდე აღწევდი, ახლა ხომ არ დაბერდი? - ხუმრობით ჰკითხა დერიუგინმა,
რასაც ლიტველი გოლიათიც ხალისით შეხვდა.

ნიკოლოზ დერიუგინმა გვითხრა, რომ საბონისი არა მხოლოდ საქართველოს ნაკრებს, არამედ ქართველ გულშემატკივარსაც შეუკერავს შესაბამის ფორმას...

- ბოლო წლებში ჩვენს ნაკრებს ლიტვური ფირმა "ტუტა" მოსავდა. ახლა, ეს კომპანია არვიდას საბონისმა შეიძინა და ამიტომ საქართველოს ნაკრების ფორმას გულზე შაბონის 220 დაეწერება. არვიდასი წარმოებას აფართოვებს და ეკიპირების გარდა სპორტული ტიპის ტანისამოსს უშვებს. როცა საქართველოს ნაკრების მაისურები შეიკერება პრეზენტაციას აუცილებლად მოვაწყობთ, - გვითხრა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩააცვამს უნდა და არა ჩააცმევს
Dato
16:03 27-05-2011
0

სიახლეები პოპულარული